საქართველოსპორტი

ერთ წუთში მოქცეული ისტორია – 26 ივნისის „ჯვაროსნების“ ბრძოლის ყველა დასამახსოვრებელი მომენტი და გამარჯვების სიხარული (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატმა ყველას დაანახვა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და გუნდი ამ შემართებას თუ შეინარჩუნებს, სპეციალისტების აზრით, ესპანეთის ბარიერის დავძლევაც შეუძლებელი არ არის. ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი ძალები ირწმუნეს და ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

სამენეჯერო და სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt-ზე, დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ხშირად ნახვადი და ძიებადი 3 ფეხბურთელი ქართველია.

გულშემატკივრები დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე ხშირად გიორგი მიქაუტაძის პროფილს ნახულობენ, შემდეგ მოდის გიორგი მამარდაშვილი, ხოლო სამეულს ხვიჩა კვარაცხელია კრავს. მათ მეოთხე ადგილით კრიშტიანუ რონალდუ მოჰყვება და მეხუთეზე კი არგენტინელი ლიონელ მესია.

ერთ წუთში მოქცეული ისტორია – 26 ივნისის „ჯვაროსნების“ ბრძოლის ყველა დასამახსოვრებელი მომენტი და გამარჯვების სიხარული. კვარაცხელიას სწრაფი გოლი, მიქაუტაძის ზუსტი დარტყმა, მამარდაშვილის მოგერიებული ბურთები და ემოციები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ქართველების პლეი-ოფში გასვლას მოჰყვა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან კიოლნში. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close