2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება. წელს პროგრამაში ტრადიციული სპორტის სახეობების გარდა მედლები ბრეიქდანსშიც გათამაშდება.
ოლიმპიური თამაშებისთვის ბრეიქდანსის მოცეკვავეები რიო-დე-ჟანეიროში ემზადებიან, სულ 32 ადამიანი იასპარეზებს – 16 კაცი და 16 ქალი. ამის შესახებ რადიო France Internationale (RFI) იტყობინება.
ბრეიქდანსის ბრძოლები (ასე ეძახიან ასპარეზობას ამ სახეობაში) 9 და 10 აგვისტოს პარიზის ცენტრში, კონკორდის მოედანზე გაიმართება.
ბრეიქდანსი სპორტული ცეკვის სახეობაა, რომელიც პირველად 1970 წელს ბრონქსში ჩამოყალიბდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ცეკვაა, რომელიც ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებს აერთიანებს.
2023 წლის WDSF მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ასპარეზობაც იყო. სწორედ ამ შეჯიბრზე მიიღეს საუკეთესო b-boys-ებმა და b-girls-ებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურები.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები