სპორტი

ქართველთა ტრიუმფი თესალონიკში – 37 მედალი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართული ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა და მსოფლიოს ნომერ პირველმა გუნდმა კონტინენტზეც საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

როგორც U15, ისე U17 ნაკრების წევრებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და გუნდური პირველი ადგილები მოიპოვეს.

მათ ანგარიშზე ჯამში 37 მედალია, საიდანაც U17-ის ანგარიშზე 16 მედალია (6 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 ბრინჯაო) , ხოლო U15-ის ანგარიშზე – 21 (11 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო).

განსაკუთრებით დატვირთული და უხვმედლიანი შეჯიბრის ბოლო დღე გამოდგა, როცა საქართველოს ნაკრების 9 სპორტსმენი გამოვიდა საასპარეზოდ. მათ 22 მედლის მოპოვება შეძლეს და დარბაზში საქართველოს ჰიმნი არაერთხელ ააჟღერეს.

გაიცანით მედალოსნები:

🇬🇪 U17 ლუკა სილაგაძე – 3 ოქრო;
🇬🇪 U17 ირაკლი ვეკუა – 3 ოქრო;
🇬🇪 U17 გივი დარსაველიძე – 3 ბრინჯაო;
🇬🇪 U17 რევაზ მილდიანი – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო;
🇬🇪 U17 ლერი ნეფარიძე – 1 ვერცხლი;
🇬🇪 U17 ჯუმბერ ბეკოშვილი – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო;
🇬🇪 U17 ნიკა ფრუიძე – 1 ბრინჯაო;
🇬🇪 სულ 16 მედალი: 6 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 ბრინჯაო;
🇬🇪 U15 გიორგი ქობალია – 3 ოქრო;
🇬🇪 U15 ჯაბა ტყეშელაშვილი – 3 ოქრო;
🇬🇪 U15 გიორგი ქინქლაძე – 3 ოქრო;
🇬🇪 U15 თემურ ხვედელიძე – 2 ოქრო, 1 ვერცხლი;
🇬🇪 U15 ლადო ძიმცეიშვილი – 2 ვერცხლი;
🇬🇪 U15 ნიკოლოზ კურტანიძე – 3 ვერცხლი;
🇬🇪 U15 ენრიკე ფუტკარაძე – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო;
🇬🇪 U15 შოთა კაკაბაძე – 1 ბრინჯაო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close