ამ ზაფხულს ორმაგი სავსემთვარეობა გველოდება – ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც ეს მოვლენა განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს
ზოდიაქოს ერთ ნიშანში, ჩვეულებრივ, ერთი სავსე მთვარე და ერთი ახალი მთვარეა ხოლმე, თუმცა 2024 წლის ზაფხული ამ მხრივ გამორჩეულია – იშვიათ ასტროლოგიურ მოვლენას ვიხილავთ, რადგან თხის რქის ნიშანში ორმაგი სავსე მთვარე იქნება: პირველი – 22 ივნისს, მეორე კი – 24 ივლისს. ეს კი ნიშნავს, რომ სამყარო ყურადღებას გაამახვილებს ყველაფერზე, რაზეც სწორედ თხის რქის ნიშანია პასუხისმგებელი. თხის რქა კი, როგორც ცნობილია, გავლენას ახდენს კარიერაზე, საზოგადოებრივ აქტიურობაზე, სოციალურ სტატუსზე. შესაბამისად, 2024 წლის ზაფხული პირადი და საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით ბევრი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან საბოლოოდ მოგიწევთ, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებიც ორმაგი სავსე მთვარის ფენომენის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ:
თხის რქა
2024 წლის ზაფხულში ორმაგი სავსე მთვარე თხის რქის ნიშანშია, ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს პირადი ურთიერთობების თუ კარიერული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. დრო აღარ ითმენს – საბოლოოდ უნდა დაასრულოთ მოძველებული ურთიერთობები ან არსებული ურთიერთობები განსხვავებულ ეტაპზე უნდა გადაიყვანოთ. არსებობს დიდი ალბათობა, ახალი შეთავაზებები მიიღოთ კარიერული კუთხითაც ან თავად დაიწყოთ ახალი სამსახურის ძიება.
ასტროლოგების თქმით, სავსე მთვარეები ვერძების ცხოვრების მიზნებისა და სტატუსის სექტორზე სერიოზულ გავლენას მოახდენს და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. დროა ვერძებმა თქვენს ყოველდღიურობაში სიცხადე შეიტანოთ. ამ პერიოდში გამოჩნდება სწორი გზა ურთიერთობების, ფინანსების, კარიერული საკითხების მოსაგვარებლად და უკვე შემოდგომიდან თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო სტაბილური და დალაგებული გახდება.
პირადი ცხოვრების და ურთიერთობების საკითხი მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტუალური იქნება თქვენთვის, რადგანაც ორივე სავსე მთვარე თქვენს პარტნიორულ სექტორში იქნება. არ არის გამორიცხული, დამოკიდებულება შეიცვალოთ იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც ახლა ხართ. მას განსხვავებული მხრიდან გაიცნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, 2024 წლის ზაფხული პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით თქვენთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება.
ასტროლოგების თქმით, ორი სავსემთვარეობა თხის რქაში თქვენს ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს მოიტანს. მაგალითად, შესაძლოა ისევ დაბრუნდეთ იმ სამსახურში, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვეთ, ან პირიქით, საბოლოოდ გაწყვიტოთ თანამშრომლობა იმ კომპანიასთან, რომელშიც დღეს მუშაობთ. ასევე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ პირადი ცხოვრების მხრივაც, სერიოზულად დაფიქრდეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე და სიახლეებისთვის მოემზადოთ.
მთელი ზაფხულის განმავლობაში მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობების კუთხით. სავსემთვარეობისას თქვენი მმართველი პლანეტა – სატურნი თქვენს ნიშანში იქნება. ასტროლოგიაში სატურნს ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი და გამორჩეული პლანეტის რეპუტაცია აქვს, ამიტომაც მისი გავლენით თქვენი თითოეული გადაწყვეტილება კარგად გააზრებული და გონივრული იქნება. არ არის გამორიცხული სიურპრიზები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მაგალითად, შესაძლოა თქვენი ახლო მეგობარი, თანამშრომელი, კოლეგა, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, სიყვარულში გამოგიტყდეთ, თქვენც სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს გრძნობებზე და დაინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ (თუ არ) ამჩნევდით.
თამთა გურული
კომენტარები