ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 მაისი – 2 ივნისი

თუ ზაფხულის პირველ კვირაში ბევრი ახალი საქმე გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უსიამოვნო გარემოებებმა შეიძლება ხელი შეგიშალონ მათ დასრულებაში. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ გარემოებებს, მით უფრო დაუძლეველი გახდებიან ისინი! ბევრად უკეთესია, უბრალოდ, დაელოდოთ ამ არახელსაყრელი პერიოდის გავლას და ყოველდღიური რუტინული საქმიანობა გააგრძელოთ. აითვისეთ თქვენი კულინარიული უნარები სრულყოფილებამდე, გააკეთეთ მინი რემონტი ან საბოლოოდ დაასრულეთ ის პროექტი, რომელიც დაწყებული გაქვთ და ბევრჯერ გადადეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა მის დასრულებას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. თუ შეძლებთ მიზანმიმართულად იმოქმედოთ, მაშინ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც ამ კვირაში გექნებათ. სავარაუდოა ახალი რომანტიკული ნაცნობობა.

 

ვერძი

ამ კვირაში მოაწესრიგეთ ყველაფერი, რაც საბუთებთან არის დაკავშირებული. პროფესიულ სფეროში კარგი შესაძლებლობა გექნებათ, გააუმჯობესოთ კარიერული პერსპექტივები. შეიძლება მოულოდნელი მოგება მიიღოთ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და ის არ მოგატყუებთ. შეეცადეთ, აღადგინოთ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა კოლეგებთან. საქმიანი პარტნიორებისთვის თქვენი აზრის დამტკიცებისას შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და ხმას არ აუწიოთ. პირად ცხოვრებაში არ მოგიწევთ არაფერზე ფიქრი საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის წყალობით.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

ვარსკვლავების წყალობით, ახალი მიღწევებისა და შეგრძნებების კვირა გელით. დიდი ალბათობით, წარმატებას მიაღწევთ ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. მთელი კვირის განმავლობაში დაბრკოლებებს არ წააწყდებით არც პროფესიულ და არც პირად ცხოვრებაში. თქვენი ენთუზიაზმი და მონდომება მთელი კვირის განმავლობაში გაგაძლიერებთ. პირადი ცხოვრების სფეროში სათავგადასავლო მოტივები თვალსაჩინო იქნება, მაგრამ უმჯობესია ცდუნებას არ დანებდეთ. შვებულება ან მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ, გათავისუფლდეთ ყოველდღიური პრობლემებისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სასიამოვნო აღმოჩენები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ტყუპი

ბევრი თქვენგანი ამ კვირაში შეამჩნევს გაუმჯობესებას ცხოვრების ყველა სფეროში. ზოგიერთი თქვენგანისთვის ახალი რომანტიკული ურთიერთობებია მოსალოდნელი. ეს ურთიერთობა კარგად მოერგება თქვენს მოთხოვნილებებს და მხიარულ განწყობას შეგინარჩუნებთ თითქმის მთელი კვირის განმავლობაში. წარმატება გელით პროფესიულ სფეროშიც. მომგებიან კონტრაქტს გააფორმებთ ან დიდ თანხას მიიღებთ. თავს მოთხოვნად სპეციალისტად და ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ, თუ ამისთვის სათანადო ძალისხმევას გასწევთ. კვირის ბოლოს ბევრი თქვენგანის სანუკვარი სურვილი ახდება!

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში ძალიან მცირე ძალისხმევა გჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად და შედეგი იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია. ოთხშაბათი კვირის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღეა. ამ დღეს შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაზე გაბედული გეგმებიც კი. პარასკევი შესანიშნავი დროა მეგობრებთან შესახვედრად და თბილი საუბრებისთვის. შაბათს, გარემოებების ზეწოლის ქვეშ, თქვენი შეხედულება შეიძლება შეიცვალოს და შეეცადეთ არსებულ ვითარებას აუღელვებლად გაუსწოროთ თვალი. კვირის ბოლოს მეუღლეებს შეუძლიათ სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდონ თავიანთი მეორე ნახევრებისგან.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ლომი

ამ კვირის პირველი ნახევარი აქტუალური პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. იფიქრეთ საპასუხისმგებლო ასვლაზე კარიერულ კიბეზე, თუმცა ამ მომენტში შეეცადეთ ზედმეტი ემოციებისგან განთავისუფლდეთ. კვირის მეორე ნახევარში თქვენი საქმის შედეგი ძალიან შთამბეჭდავი იქნება და მნიშვნელოვანი მიღწევები ირგვლივ მყოფების თვალში აგამაღლებთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს გაუგოთ, ნუ შეეწინააღმდეგებით მათ პრინციპებს. შეეცადეთ, შეასრულოთ ყველა თქვენი დაპირება და ცხოვრება მშვენიერი იქნება!

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ქალწული

ამ კვირაში სასიამოვნო შეხვედრები და შემოქმედებითი შთაგონება გაგახარებთ, რაც ბოლო პერიოდში თქვენი ყოველდღიური ცხოვრების შედარებით ერთფეროვნებას გაალამაზებს. ბევრი სამუშაო გექნებათ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამუშაო შეიძლება პარტნიორების ფართო მხრებზე გადაიტანოთ, ძირითადი ამოცანები თავად უნდა გადაწყვიტოთ, ობიექტურად გამოთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია თქვენი აზრის უფრო დასაბუთებული და გადამწყვეტი მტკიცებით. შეეცადეთ კრიტიკა მტკივნეულად არ მიიღოთ. გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს და შეძლებთ დაისვენოთ კვირის ბოლოს, როდესაც გაუგებრობები წარსულს ჩაბარდება.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

 

სასწორი

ამ კვირაში განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ინფორმაციებთან დაკავშირებით და თავი შეიკავეთ ცილისწამებისგან, რადგან თქვენს ნებისმიერ განცხადებას შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ. ბიზნესის დაწყებისას, რაც არ უნდა მცირე იყოს, სანდო პარტნიორები აირჩიეთ. რთული სიტუაციები თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება და უპრობლემოდ შეძლებთ მათ მართვას თქვენს სასარგებლოდ. თუმცა არ უნდა გქონდეთ იმედი იმ ადამიანების ერთგულებისა, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები და პოზიტიური ცვლილებები გელით.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მორიელი

ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება საბოლოოდ დამტკიცდება და კარგ მოგებას მოგიტანთ. გადაუჭრელი საკითხები, დიდი ალბათობით, დადებითად მოგვარდება. ეს შვებას მოგიტანთ და ბოლოდროინდელი სტრესისგან გაგათავისუფლებთ. კვირის მეორე ნახევარში უნდა იფიქროთ ხანგრძლივ მოგზაურობაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და საყვარელ ადამიანს დაუახლოვდეთ. თუ ყველაფერს ახლავე დაგეგმავთ, მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება. ენერგიისა და ძალის მოზღვავებას იგრძნობთ. თქვენი ჯანმრთელობა და ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მშვილდოსანი

ზოგადად, ეს კვირა ხელსაყრელია როგორც სამსახურებრივ სფეროში, ისე პირადი ცხოვრებისთვის. თქვენთვის ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. სამშაბათი და შაბათი შესაფერისია მეგობრებთან შესახვედრად, არ მოგერიდებათ მათთან რაიმე პრობლემის განხილვა, თუნდაც პირადი, რასაც, ჩვეულებრივ, არ აკეთებთ ხოლმე. კვირის მეორე ნახევარში თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად ამაღლდება, სამსახურში რეპუტაციის გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობა გექნებათ, თქვენთვის ადვილი იქნება ხელმძღვანელობის სადავეების ხელში აღება და გარშემო მყოფების ნებისმიერი პროექტისთვის ორგანიზება. პარასკევი შეიძლება იყოს მოგზაურობისა და თავგადასავლების დღე. შაბათ-კვირა საოჯახო საქმეებს ან კარგად დასვენებას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თხის რქა

ამ კვირის განმავლობაში ბევრს მიაღწევთ, თითქმის ყველა მოკლევადიანი გეგმის განხორციელებასაც კი მოახერხებთ, თუმცა ეცადეთ, წინასწარ არ ინერვიულოთ და საკუთარი ძალებისა გჯეროდეთ. სასურველია თავი შეიკავოთ მასობრივ ღონისძიებებში ჩართვისა და საჯარო გამოსვლებისგან. სამშაბათს თქვენმა წარმატებამ შეიძლება არაკეთილსინდისიერი ადამიანები შური აღავსოს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, სარკასტულ გამონათქვამებს და მკაცრ ტონს მოერიდოთ. გაუფრთხილდით საკუთარ და ირგვლივ მყოფი ადამიანების ნერვებს. ბევრი თქვენგანისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ოჯახთან და მეგობრების გარემოცვაში დროის გატარება.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მერწყული

ამ კვირაში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, რადგან შესაძლოა, რიგ ვარსკვლავთა გავლენით, შეცდომა დაუშვათ. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენმა სიტყვებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თუ შეცდომებს არ დაუშვებთ, შესაძლებლობა გექნებათ, რეპუტაცია აიმაღლოთ და ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოთ. ეცადეთ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოთ და ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, დაივიწყეთ ეჭვიანობა, გაითვალისწინეთ, რომ ის კარგი მრჩეველი არასდროს არის.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 31.

 

თევზები

საინტერესო დრო მოდის, არ მოგბეზრდებათ სამუშაო, რომელიც კრეატიულობისა და ახალი და ძველი იდეების განსახორციელებლად დიდ ასპარეზს გაძლევთ. მტკიცედ წადით მიზნისკენ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას კრიტიკას, მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინეთ. არ დაიზაროთ თავდადებით მუშაობა, რადგან თქვენს მონდომებას მენეჯმენტი შენიშნავს და კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს დიდი შანსი გექნებათ, სოლიდური შემოსავალი მიიღოთ. დიდი ხნის მეგობართან კარგი ურთიერთობა შეიძლება განსაკუთრებულ მოვლენად იქცეს.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

თამთა გურული

ასევე, დაგაინტერესებთ: განსაკუთრებით ხელსაყრელი კვირის დღეები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close