ვიდეოხელოვნება

აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში ევროპის ჩემპიონები გახდნენ (ვიდეო)

სამეჯლისო სპორტული ცეკვების ისტორიაში ევროპის ჩემპიონატი საქართველოში
პირველად ჩატარდა და მისი გამარჯვებულები ლათინოამერიკული პროგრამის „2024 შოუ დენსის“ ფარგლებში ქართველი მოცეკვავეები – აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი გახდნენ.

სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოში მსოფლიო ფედერაციის მიერ დანიშნული საერთაშორისო მსაჯები იყვნენ ჩამოსულები.

„CAUCASUS CUP 2024“-ზე წყვილი კიდევ ერთი ულამაზესი ცეკვით წარდგა და ჟიურისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„და ესეც ესე, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი მოგებით დასრულდა, ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ!.. მე და აკა და საქართველო!.. დაპირება შესრულებულია, ევროპის ჩემპიონობა დადებულია!.. მსოფლიო და ევროპა, ორივე უზენაესი ტიტული მოპოვებულია!.. ისტორია დაწერილია!…მადლობა ენით აუწერელი სიყვარულის ჩუქებისთვის საქართველოს… ძალიან სენსიტიური იყო მე და აკასთვის სამშობლოს სახელის დაცვა ჩვენივე სამშობლოში… მადლობა GNDSF / სსცეფ DanceSport Georgia პრეზიდენტ გიორგი გაჩეჩილაძეს, ასევე სპორტულ დირექტორს ლევან ახვლედიანს გაწეული შრომისთვის… სპეციალური მადლობა ნათია ჩეჩელაშვილს და დიმა ხეთაგუროვს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ აკა მოდებაძეს. გენიალურ, უნიჭიერეს სპორტსმენს და ხელოვანს, ჩვენ ეს გავაკეთეთ, აკ, ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ვართ!.. ეს ჩვენი, ორის გამარჯვებაა, როგორც ყოველთვის მარტო ჩვენი ორის!..“ – წერს გვანცა ციხელაშვილი.

აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონობაც დამსახურებულად მოიპოვეს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Akaaka Modebadze (@aka_modebadze)

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close