საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის ყველაზე ხანდაზმული ქალი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამშაბათ საღამოს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გარდაიცვალა ქვეყნის ყველაზე ხანდაზმული ქალი – ირინი ბარულაკი. იგი 119 წლის იყო.

როგორც zarpanews.gr იუწყება, მან მთელი თავისი სიცოცხლე აპოკორონოსის მუნიციპალიტეტის (ხანია, კრეტა) სოფელ პაიდოხორიში გაატარა.

მისი გარდაცვალების შესახებ მუნიციპალიტეტმა განცხადება გაავრცელა:

„პატივისცემით ვემშვიდობებით ჩვენი ქვეყნის უხუცეს ადამიანს ირინი ბარულაკის, რომელიც 119 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა, აპოკორონუს პაიდოხორიში, ხანიაში. მისი ცხოვრების წესი და სათნოება ჩვენთვის სანიმუშოა და მისაბაძი მაგალითია. თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ნათესავებს, მსუბუქი იყოს მისთვის აპოკორონოსის მიწა! სამარადისო ხსოვნა მას“.

რამდენიმე ხნის წინ ირინი ბარულაკიმ მენჯ-ბარძაყის სახსრის ოპერაცია გადაიტანა, რომელიც ხანიის საავადმყოფოში ჩაუტარდა. სამედიცინო ჩარევა კარგად წარიმართა და მალევე, 2024 წლის 22 იანვარს იგი  სახლში დაბრუნდა შვილებთან და შვილიშვილებთან.

haniotikanea.gr-ს ინფორმაციით, ირინი ბარულაკი მეორე შვილი იყო მრავალშვილიან ოჯახში, სადაც 4 ბიჭი და 2 გოგონა იზრდებოდა. მას კარგი გენები ჰქონდა – მამამისი 107 წლისა გარდაიცვალა, ხოლო დედა – 100 წლისა.

იგი 1939 წელს გაჰყვა ცოლად სპიროს ბარულაკისს დ 5 შვილი გაზარდა – 3 ბიჭი და 2 გოგო, მიუხედავად იმ დროის სიღარიბისა და სიძნელეებისა და ქმრის ინვალიდობისა, რომელსაც მოყინვის გამო ცალი ფეხის თითები მოკვეთილი ჰქონდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close