საზოგადოებაშეუცნობელი

„სულ სველი ვარ, ეკა, არ გეცოდები?! წამიყვანე შენთან სახლში“ – სიზმრად ნანახი ხატის ვენაში „პოვნის“ სასწაულებრივი ამბავი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანის, მინდია ჯანელიძის ოჯახში  მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის, 1830 წლით დათარიღებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ინახება, რომელიც ფერებს იცვლის, მის ჩარჩოში წლების წინ ჩატანებული ვარდი არ ჭკნება და მას ბევრი სასწაული უკავშირდება. 

მინდია ჯანელიძის მეუღლემ ეკა ჯანელიძემ 2014 წელს ეს ხატი ვენის ანტიკვარიატის მაღაზიაში „იპოვა“… ამ ხატთან სიზმარმა და შემთხვევითობების ჯაჭვმა მიიყვანა.

მისი სასწაულმოქმედი ძალა უკვე ვენიდან წამობრძანების დროს გამოჩნდა. ავსტრიის საზღვარზე ხატი უპრობლემოდ გადმობრძანდა: „საოცარია, რომ საზღვარზე რეგისტრაციისას ხატი არ გამოჩნდა. ხელჩანთაში, სადაც ხატი შევფუთე და მოვათავსე, მედო ბავშვის კედებიც. რეგისტრაციისას გამოჩნდა მხოლოდ კედების შესაკრავები, ხოლო ვერცხლის კარედში ჩასმული ვერცხლის ხატი არ დაფიქსირდა“, – იხსენებს ეკა ჯანელიძე ფეისბუქზე  გამოქვეყნებულ ტექსტში და გვიყვება სასწაულზე, თუ როგორ იხილა სიზმრად ხატი, რომელიც სახლში წაყვანას სთხოვდა.

„2014 წლის მა­ის­ში ჩემს დე­დამ­თილს და­უს­ვეს ძა­ლი­ან ცუდი დი­აგ­ნო­ზი, ჰო­ჩკი­ნის ლიმ­ფო­მა. ვე­ნა­ში გაგზავნილი ანა­ლი­ზე­ბი­თაც იგი­ვე და­დას­ტურ­და. უბ­რა­ლოდ, სტა­დია ვერ გან­სა­ზღვრეს, რად­გან ისეთ ადგილებში იყო, რომ მა­სა­ლა, რაც უნდა აე­ღოთ და­სა­თე­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­ა­კე­თეს. ამი­ტომ ფუნქციის გა­სა­კე­თებ­ლად  ვენაში გავემგზავრეთ – მე, დე­და­ჩე­მი და ჩემი დე­დამ­თი­ლი.

იქ ყოფ­ნას და­ემ­თხვა პეტ­რე-პავ­ლო­ბა. იმ ღა­მეს ვნა­ხე სიზ­მა­რი; ხელ­ში მე­ჭი­რა ღვთის­მშობ­ლის ხატი და მეუბნებოდა, წა­მიყ­ვა­ნე შენ­თან სახ­ლში, არ გე­ცო­დე­ბი, ნახე, სულ სვე­ლი ვარო. დი­ლით გა­ვიღ­ვი­ძე თუ არა, ეს სიზ­მა­რი მოვ­ყე­ვი.

კვი­რა დღე იყო. სა­სე­ირ­ნოდ გა­ვე­დით. გზად ნა­ყი­ნი ვი­ყი­დეთ და მოვ­ხვდით ერთ ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ანტიკვარული ნივ­თე­ბი იყი­დე­ბო­და.

ერთი ბრო­ში მო­მე­წო­ნა. რომ უნდა მე­ყი­და, სა­ფუ­ლე აღარ დამ­ხვდა ჩან­თა­ში… რო­მელ­შიც მედო ყვე­ლა ჩემი სა­ბუ­თი და 500 ევრო.

წა­მო­ვე­დით იმ სა­ნა­ყი­ნე­ში, სა­დაც დი­ლით ვი­ყა­ვით… იქ სულ სხვა გამ­ყიდ­ვე­ლი დამ­ხვდა. რომ ვუ­თხა­რი, საფულე დავ­კარ­გე, აქ დამ­რჩა­-მეთქი, იუ­ა­რა და პო­ლი­ცი­ი­თაც კი და­მე­მუქ­რა. ღმერ­თს ვე­ვედ­რე­ბო­დი, არ მინდა ის ფული, რაც მქონ­და, მხო­ლოდ ჩემი სა­ბუ­თე­ბი მა­პოვ­ნი­ნე-მეთქი. შე­ვე­დი გამ­ყიდ­ველ­თან და ვთხოვე, მარ­ტო სა­ბუ­თე­ბი და­მიბ­რუ­ნეთ, ფული არ მინ­და­-მეთქი. ამ კაც­მა უცებ და­წე­რა რა­ღაც და მო­მა­წო­და, წადი ამ მი­სა­მარ­თზე, ნი­კო­ლა იკი­თხე და მოგ­ცემს შენს სა­ბუ­თებ­სო. წა­ვე­დით მო­ცე­მულ მი­სა­მარ­თზე, მო­ვი­და ნი­კო­ლა და მომ­ცა ჩემი სა­ფუ­ლე და არა მარტო სა­ბუ­თე­ბი, ფუ­ლიც ხელუხ­ლე­ბე­ლი. 50 ევრო ნი­კო­ლას ვა­ჩუ­ქე. მე­გო­ბა­რი გვახ­ლდა, ვინც დაგ­ვყვე­ბო­და. მკი­თხა, სად წა­ვი­დე­თო? მე ისევ იმ ბრო­შის სა­ყიდ­ლად გადავწყვიტე წას­ვლა. ვი­ყი­დე ეს ჩემი ძა­ლი­ან მო­წო­ნე­ბუ­ლი ბრო­ში, რო­მე­ლიც სულ ­რა­ღაც 5 ევრო ღირ­და (სა­ერ­თოდ არ ვხმარ­ობ. რამ მო­მა­წო­ნა, არ ვიცი).

და ვხე­დავ, ჩემი მე­გო­ბა­რი იქით პირ­ჯვარს იწერს, სას­წრა­ფოდ მი­ვე­დი და ვხე­დავ, ხელში უჭირავს ხატი… ის ხატი, რო­მე­ლიც სიზ­მარ­ში ვნა­ხე და ჩემ­თან წა­მოს­ვლას მთხოვ­და…

ჩემს დე­დამ­თილს ემო­ცი­ის­გან გული წა­უ­ვი­და… ძლივს ამო­ვი­ლუღ­ლუ­ღე და ფასი ვი­კი­თხე (ძა­ლი­ან ძვირს ვე­ლო­დი). ხა­ტის ფასი 500 ევრო მი­თხრეს – ის თან­ხა, რაც დავ­კარ­გე და რაც სას­წა­უ­ლადვე ვი­პო­ვე.

ივე­რის ღვთის­მშობ­ლის ხატი მე-18-19 სა­უ­კუ­ნის. არა­ვინ იცის, რო­გორ მოხ­ვდა ვე­ნა­ში, ყი­დდ­ნენ, რო­გორც ანტიკვარს და არა, რო­გორც ივე­რის ღვთის­მშობ­ლის შე­უ­ფა­სე­ბელ ხატს!!

წა­მო­ვე­დით, წა­მო­ვაბ­რძა­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე არ გა­მოჩ­ნდა!!

ჩემს დე­დამ­თილს ჰო­ჩკი­ნის ლიმ­ფო­მა არ და­უდ­გინ­და! (აბ­სო­ლუტუ­რად ჯან­მრთე­ლია).

ყვა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხატს პირ­ვე­ლად მო­არ­თვეს, არ და­ჭკნა!

ხატ­მა ფერი იც­ვა­ლა და გაბრ­წყინ­და!

სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ხმელ დაფ­ნის ფო­თოლს მი­რონ­დე­ნა და­ე­წყო!

გფარავდეთ დედა ღვთისა!“ – წერს ეკა ჯანელიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close