საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში დღეს ჟურნალისტები გაიფიცნენ, ხვალ კი ტრანსპორტის მუშაკები იფიცებიან

საბერძნეთში ჟურნალისტები 24 საათით გაიფიცნენ. ისინი დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ.

გაფიცვა 24-საათიანია, დღეს დილით დაიწყო და ხვალ დილამდე გაგრძელდება. როგორც ათენის ყოველდღიური გაზეთების პროფკავშირში განაცხადეს, გაფიცვაში ყველა მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები მონაწილეობენ.

პროფკავშირებში განმარტავენ, რომ საბერძნეთში ჟურნალისტების ანაზღაურება მიზერულია, ხოლო შრომის პირობები – გაუსაძლისი, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს მათ პროფესიულ საქმიანობაზე და სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე, ეს კი დემოკრატიულ პროცესებს უშლის ხელს.

შეგახსენებთ, რომ  ხვალ, 17 აპრილს, დილიდან საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცებიან.

17 აპრილს ატიკის რეგიონში (მათ შორის, ათენში) არ იმუშავებს მეტრო, ელექტრომატარებლები და სარკინიგზო ტრანსპორტი, აგრეთვე, პორტებიდან არ გავა გემები და ბორნები. გაფიცვა 24 საათს გაგრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close