რჩევებიშეუცნობელი

ბეჭდების მაგია: რომელ თითზე უნდა ატაროთ ბეჭედი, რომ…

ადამიანის სხეული მილიონობით მიკრონაწილაკისგან შედგება, რომელთაგან თითოეული კოლოსალური ენერგეტიკის მატარებელია; ეს ენერგეტიკა ადამიანში ხშირად კიდურების, განსაკუთრებით, ხელების გავლით ხვდება, ირწმუნებიან ეზოთერიკოსები.

მათი თქმით, ენერგეტიკა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. ამიტომ თითოეულ ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება დაცვა უარყოფითი ენერგეტიკული ტალღებისგან.

აი, სწორედ ეს „ევალება“ ბეჭდებს, რომლებიც შესანიშნავი ფილტრია და, შესაბამისად, იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობას.

მაქსიმალური სარგებლის მიღება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი თავისი ზოდიაქოს სტიქიისა და პლანეტის შესაბამის ბეჭდებს გაიკეთებს.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ თითზე ატარებს ადამიანი სამკაულს.

ასე მაგალითად, თუ ბეჭედი გიკეთიათ:

    • ცერა თითზე – ფინანსური ნაკადების ენერგეტიკას მიიზიდავთ;
    • საჩვენებელ თითზე – თავდაჯერებულობის ენერგეტიკას მიიზიდავთ და მიზანსაც მიაღწევთ.
    • შუა თითზე – ეს დაგეხმარებათ გარდაცვლილ ახლობლებთან კავშირის დამყარებაში, რაც კიდევ მეტად გაგაძლიერეთ სულიერად;
    • არათითზე – ამით თქვენ პიროვნებათშორის ენერგეტიკას გაააქტიურებთ, რაც დაგეხმარებათ, კეთილად განაწყოთ ადამიანები თქვენ მიმართ და საერთო ენაც გამონახოთ;
    • ნეკზე – ბეჭედი ამ თითზე გაზრდის თქვენს ენერგიას და დაგეხმარებათ სასარგებლო ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში.

დაბოლოს: გჯერათ თუ არა ეზოთერიკოსების ნათქვამისა, ეს თითოეული თქვენგანის საქმეა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ადამიანს თავად შეუძლია სიმდიდრის ბეჭდის დამზადება.

ამისათვის: აიღეთ ბეჭედი და მოატარეთ ანთებულ სანთელზე ცხრაჯერ და თან იმეორეთ: „თვეს აქვს დასასრული, საქმეს აქვს დასასრული, ბეჭედსა და ჩემს სიმდიდრეს კი ბოლო არ უჩანს!“

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close