რჩევებიჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8-14 აპრილი  

ეს კვირა მრავალი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ბევრი ახალი ნაცნობობა გაალამაზებს თქვენს ცხოვრებას და ახალი მნიშვნელოვანი შტრიხებით შეავსებს. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა სამუდამოდ მოიშოროთ ეს სტატუსი. ვარსკვლავები განსაკუთრებით ინიციატივიან, რისკიან ადამიანებს სწყალობენ და ურჩევენ, რომ არ გადადონ გეგმები სამომავლოდ. მხარდაჭერას მოიპოვებენ ნებისმიერი ზოდიაქოს წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთი სიმართლის და პროფესიონალიზმის მტკიცედ სჯერათ. კარგი პერიოდია თვითგანათლებისთვის.  

 

ვერძი

ამ კვირაში შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, კამათი და დისკუსიებიც კი, რადგან ამან შეიძლება სტრესი გამოიწვიოს. არ დაიზაროთ, იმუშავეთ და კარიერული წინსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ. თქვენი თანდაყოლილი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, რომლებიც შეგხვდებათ და დიდი უსიამოვნების გარეშე გადალახოთ. კვირის შუა რიცხვებში შესაძლოა არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეთ – იმოქმედეთ მშვიდად, გააზრებულად და აუჩქარებლად. დიპლომატია და წინდახედულობა თქვენი მეგობრებია, ამპარტავნება და თავშეუკავებლობა კი – მტერი. შაბათ-კვირას გადით ბუნებაში ან დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ და არ იფიქროთ პრობლემებზე, უბრალოდ, გაერთეთ და განიტვირთეთ!

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირაში ქვეცნობიერად მზად ხართ ბრძოლისა და ძალისმიერი ქმედებებისთვის. შეგნებულად უნდა შეცვალოთ სტრატეგიაც და ტაქტიკაც და არ დანებდეთ იმპულსებს. იმოქმედეთ უფრო მშვიდად, იყავით უფრო კეთილი, შეცვალეთ თქვენი რისხვა წყალობით და ეს როგორც თქვენთვის, ისე გარშემო მყოფებისთვისაც საუკეთესო იქნება. თუ თავაზიანობისა და კეთილშობილების მკაცრ საზღვრებს შეინარჩუნებთ, შეიძლება მოულოდნელად დაგაწინაურონ ან  სხვა  არანაკლებ სასიამოვნო ბედის საჩუქარი მიიღოთ. ვარსკვლავების გავლენის გამო, სავარაუდოდ, ძალიან დატვირთული იქნებით მნიშვნელოვანი საკითხებით და შეიძლება გაგიჭირდეთ სახლში ყოფითი პრობლემების მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 8, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

ამ კვირაში თქვენი სერიოზული და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა ძალიან საინტერესო და სერიოზული შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს შემოსავალს საკმაოდ გაზრდის. ხელსაყრელი მომენტი დგება კონკრეტული ქმედებებისთვის, საპასუხისმგებლო ნაბიჯებისა და სხვა მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. სირთულეებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აწყდებოდით, ვარსკვლავების გავლენების წყალობით გადალახავთ. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება გსურთ და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდით, შეგიძლიათ თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ. პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ პირად ცხოვრებაშიც.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული. შეეცადეთ, ძვირფასი ენერგია უშედეგოდ არ დახარჯოთ.  რა თქმა უნდა, ძლიერი ხართ, მაგრამ კარიერის კიბეზე ასვლაში დახმარება დაგჭირდებათ. მოგიწევთ მთელი თქვენი შემოქმედებითი რესურსის გამოყენება, რათა გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. შეიძლება იყოს პრობლემები პარტნიორების მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუ სიმართლე თქვენს მხარეზე იქნება. თქვენი პროფესიული მიღწევები არავის მისცემს მიზეზს, რომ თქვენ მიმართ უკმაყოფილება გამოხატოს. პირად ცხოვრებაში კი შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციები შეგხვდეთ.  სერიოზულად უნდა იფიქროთ შვებულებაზე.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

ამ კვირაში არაერთი ღონისძიება და შეხვედრა გელით. ფრთხილად იყავით ენერგიისა და დროის განაწილებისას. ისინი დაგჭირდებათ არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სახლშიც. ორშაბათს და ოთხშაბათს სავარაუდოა გაუგებრობები და კონფლიქტები, რადგან თქვენი ინტერესები შეიძლება გარკვეულწილად განსხვავდებოდეს თქვენი პარტნიორების ინტერესებისგან. საღი აზრის გამოვლენით მათთან კომპრომისს მიაღწევთ. შეწყვიტეთ უაზრო, არარეალური დაპირებების გაცემა, რადგან ამან შეიძლება ზიანი მოგაყენოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. კვირას მოემზადეთ ახლობლებთან ხანგრძლივი საუბრისთვის. იმისათვის, რომ ოჯახური ატმოსფერო არ დაიძაბოს, კომპრომისზე უნდა წახვიდეთ და საკუთარ თავზე მუშაობა ისწავლოთ. აკონტროლეთ ალკოჰოლის მოხმარება.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ქალწული

ეს კვირა შეიძლება  წარმატებული იყოს სამუშაო და ფინანსური კუთხით, უბრალოდ, მცირე შეცდომები უნდა გაასწოროთ და ძალიან ხელშესახებ მატერიალურ სარგებელს მიიღებთ. ასევე, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები, უბრალოდ, ზედმეტად არ გადაიღალოთ. ხუთშაბათს დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები. პარასკევს მეგობრების დროული რჩევები დაგეხმარებათ, საუკეთესო გზა მონახოთ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ყოველგვარ კონფლიქტს და ჩხუბს მოერიდეთ. იყავით მომთმენი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, თქვენი აზრი საბოლოო ჭეშმარიტებად არ ჩათვალოთ, მათაც მოუსმინეთ და მათი შეხედულებებიც გაითვალისწინეთ. შეეცადეთ, ნათესავებს თხოვნაზე უარი არ უთხრათ.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

სასწორი

რამდენიმე ვარსკვლავის პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ ამ კვირაში დიდი თანხის დახარჯვას რისკავთ ერთი შეხედვით არასაჭირო ნივთებზე, თუმცა ეს ფინანსურ სირთულეებს არ შეგიქმნით, პირიქით, მომავალში გაცილებით მეტს დაიბრუნებთ, ვიდრე დახარჯეთ. ხელმძღვანელობა შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს თქვენი მუშაობის შედეგებით, მაგრამ შეეცადეთ, კრიტიკა პოზიტიურად მიიღოთ, რადგან თავშეუკავებლობა და მიუღებლობა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. თუ ამ ყველაფერს მშვიდად გაუმკლავდებით, თქვენი ავტორიტეტიც გაიზრდება და ხელფასიც. საკუთარი იდეების მასშტაბმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენი შესაძლებლობების რეალურად შეფასებაში. ახლო მეგობართან პირადი პრობლემების განხილვა ბევრი რამის გარკვევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დრო დაუთმოთ საკუთარ სახლში კომფორტული გარემოს შექმნას, რათა მძიმე შრომის შემდეგ კარგად დასვენება შეგეძლოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მორიელი

ეს კვირა პროფესიული თვალსაზრისით წარმატებული და მომგებიანი იქნება. შეიძლება საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გქონდეთ, მაგრამ სამაგიეროდ კარგად გადაგიხდიან. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და გავლენა ირგვლივ მყოფებზე.  შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ ბევრ ამოცანას და თქვენი გეგმები განახორციელოთ. კარიერული წინსვლისა და დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. კვირის ბოლოს გამორიცხული არ არის, სახლში სტუმრების მიღება მოგიწიოთ. შეიძლება ძველი ნაცნობის ან ახლობლის მონახულებაც მოგინდეთ, რომელთანაც დიდი ხანია კონტაქტი არ გქონიათ. ამ პერიოდში ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდეს ახლო მეგობართან ან ოჯახის წევრთან. შეეცადეთ, თავი მოთოკოთ და კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

სასიკეთო დღეები: 8, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში მოგიწევთ, თავი შეიკავოთ ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან, ასევე, კრიტიკისგან. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ქმედებების თანმიმდევრულობა დაგეხმარებათ, რომ ირგვლივ მყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ და გააძლიეროთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან. სამშაბათს აუცილებლად მკაფიო პასუხები უნდა გასცეთ კითხვებზე და თემას არ გადაუხვიოთ. კვირის მეორე ნახევარში კარგ ფორმაში იქნებით და ადრე დაწყებული ამოცანების წარმატებით შესრულებას შეძლებთ. კოლეგები დიდად დააფასებენ თქვენს შედეგიან მონაწილეობას წარმოშობილი პრობლემების გადაჭრაში და მზად იქნებიან, მხარი დაუჭირონ თქვენს ყველა იდეას. პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ პირად ცხოვრებაშიც.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თხის რქა

ამ კვირაში ბევრი თქვენგანი ისიამოვნებს სიმშვიდითა და დასვენებით გასული კვირის დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, რისი გარანტიაც ვარსკვლავების დადებითი გავლენაა. შეძლებთ ოჯახთან ერთად გაატაროთ დიდი დრო, შეხვდეთ მეგობრებს და იმხიარულოთ. თავის მხრივ, ეს ყველაფერი უდავოდ გამოიწვევს ურთიერთობების გაუმჯობესებას. ასევე, დიდი შესაძლებლობა გექნებათ მოაგვაროთ მარტოობისა და გაუგებრობის პრობლემები. პროფესიულ სფეროში მზად იქნებით ძალიან ეფექტური იდეების მოსაფიქრებლად. ასტროლოგებისგან რეკომენდებულია, იყოთ უფრო აქტიური და მიზანსწრაფული თქვენი გეგმების განხორციელებისას. შაბათ-კვირას მოულოდნელ სტუმრებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მერწყული

ამ კვირამ შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. ეს საკმაოდ დაძაბული პერიოდი იქნება თქვენთვის და დიდი ძალისხმევა მოგიწევთ იმისათვის, რომ პროდუქტიული გახადოთ და ვალდებულებები შეასრულოთ. ნურავის სიტყვას ნუ ენდობით, ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. ახლა არ არის მიზანშეწონილი რაიმე ქმედებების განხორციელება, რომელიც შეიძლება გლობალურად ჩაითვალოს. უმჯობესია მხოლოდ დინებას მიჰყვეთ. პარასკევს არ უნდა მოუსმინოთ  „კეთილმოსურნეთა“ რჩევებს, უკეთესია თქვენი ინტუიციის ხმას მოუსმინოთ. რთულ სიტუაციაში თქვენი ოჯახი მზად იქნება, ყველა შესაძლო მხარდაჭერა და დახმარება გაგიწიოთ. შესაძლებელია ძველ მეგობართან კონტაქტის განახლება.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თევზები

ამ კვირაში დიდი მოთხოვნები გექნებათ! ბევრი თქვენგანი მეგობრებთან ბევრად უფრო ახლოს იგრძნობს თავს, ვიდრე ადრე და არ დააყოვნებს მათთან საკუთარი პრობლემების განხილვას. ადვილად აიღებთ სადავეებს ხელში და გახდებით ლიდერი მათთვის, ვისაც არ აქვს ორგანიზაციული უნარები. ზოგიერთი თქვენგანისთვის ამ პერიოდმა შეიძლება მოიტანოს ჯილდოები, პრივილეგიები და აღიარება საპასუხისმგებლო დავალების შესრულებისთვის, რომელსაც თქვენ გარდა სხვა ვერავინ გაუმკლავდება. შეეცადეთ, სათანადო ყურადღება ოჯახსაც დაუთმოთ,  შაბათ-კვირა ბავშვებთან ერთად ბუნებაში გახვიდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close