ასტროლოგების თქმით, 2024 წლის აპრილი შესაფერისი დროა ყველაზე გაბედული გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, მხოლოდ გჭირდებათ ძალების მოკრება, რომ მათ განხორციელებას შეუდგეთ. თუ უკან არ დაიხევთ და გაბედულად შეუდგებით თქვენი გეგმების განხორციელებას, წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში, ბიზნესის წამოწყებაში და სამეცნიერო პროექტებში.
აპრილი, ზოგადად, ვერძების თვეა. მათ მოუსმენენ, სასიყვარულო ფრონტზე ქარიშხალი ელით, წარმატებას მიაღწევენ, ფაქტობრივად, ყველაფერში: ლატარიებშიც და უძრავი ქონების შეძენაშიც კი. და თუ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად, ალბათ ამ წლის აპრილზე უკეთესი დრო ღარ გექნებათ. გარდა ამისა, ადვილად გაუძღვეთ საქმეებს, რომლებიც ლიდერის როლსა და ინტელექტუალურ მოღვაწეობას უკავშირდება.
ყველაზე კარგი დღეები: 7, 8, 9, 19.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 5, 6, 12, 13, 20, 26.
კურო
კუროსთვის უმჯობესია აპრილში მკვეთრ, სერიოზულ აქტივობებზე უარი თქვას. ამის ნაცვლად მყარი საძირკვლის აშენება დაიწყეთ: რთული პერიოდი გელით, რომელიც არ „დაგაგდებთ“, მაგრამ შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს თქვენთვის ჩვეულ, ზომიერ ცხოვრების რიტმში. საინტერესო აღმოჩენები და სიახლეები გელით, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთი მეგობარი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს თქვენთან ურთიერთობას.
ყველაზე კარგი დღეები: 11, 12.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 23.
ტყუპი
ტყუპებისთვის აპრილი კარგი პერიოდი იქნება სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ამავდროულად, ეს თვე იმდენად დატვირთული იქნება მოვლენებით, რომ შესაძლოა თავგზა აგებნეთ. ტყუპებს რამდენიმე ახალი ნაცნობობა ელოდება, გარშემო მყოფები კი ახლო მეგობრები გახდებიან. ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეწყვეტს თქვენი გეგმებისა და იდეების შეფერხებას და კარტ ბლანშს მოგცემთ მათ განსახორციელებლად. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავისუფლება ელის არა მხოლოდ სამუშაო საკითხებში, არამედ პირად ცხოვრებაშიც, თუმცა მოვლენების ასეთი მშფოთვარე ნაკადის გამო მათ მყუდრო სიტუაციაში თავის შეფარება მოუნდებათ.
ყველაზე კარგი დღეები: 13, 14, 15.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4,11, 25.
კირჩხიბებისთვის სამუშაო და კარიერული საკითხები უკანა რიგში გადაიწევს და წინ წამოვა პირადი ცხოვრების მოწყობის თემა. აპრილში ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომელთა შორის თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარულიც იქნება, მთავარია, რომ ის დროულად შეამჩნიოთ. გარდა ამისა, კირჩხიბებისთვის აპრილი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით და ახალი წამოწყებისთვის. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კირჩხიბებისთვის უმჯობესია ამ თვეში სახლიდან შორს არ წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უსიამოვნებები ელით.
ყველაზე კარგი დღეები: 4, 8, 15, 17, 22, 25.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 13, 23, 27.
ლომები აპრილში ბევრს და შორ მანძილზე იმოგზაურებენ. გრძელ გზებთან ერთად გარკვეული სირთულეებიც გელით, მაგრამ მათ წარმატებით გაუმკლავდებით. და როდესაც ამ სიძნელეებს გადალახავთ, თქვენ წინაშე წარმატებისკენ მიმავალი სწორი და ფართო გზა გაიხსნება საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო პროექტებით, კარიერული პერსპექტივით და ახალი შესაძლებლობებით თქვენს პირად ცხოვრებაში.
ყველაზე კარგი დღეები: 19.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 6, 13, 20, 27.
აპრილში ქალწულებს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან გამოადგებათ. მხოლოდ მეგობრები და ნათესავები უზრუნველყოფენ თქვენთვის იმ საყრდენს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სწორად დაგეგმილი გზიდან მრუდე და მოლიპულ გზაზე არ გადაუხვიოთ. აპრილის მოვლენები იმდენად უცნაური იქნება, რომ ნებისმიერი დახმარება გამოგადგებათ. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა შეიძლება შორიდანაც კი მიიღოთ. უარი არ თქვათ მასზე. და შეეცადეთ, კონფლიქტებში არ გაერიოთ. იყავით ყურადღებიანი თქვენი ოჯახის და პარტნიორების (და განსაკუთრებით ოპონენტების) მიმართ.
ყველაზე კარგი დღეები: 21, 22, 24.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4, 11, 19, 26.
სასწორიც მზად უნდა იყოს დიდი ცვლილებებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავიანთ სამეგობრო წრეს გადახედონ და საკუთარი ღირებულებები ახალი ხედვით შეაფასონ. მას შემდეგ, რაც თქვენი გარემოებები შეიცვლება ცხოვრებისეულ შეხედულებებთან ერთად, კოლეგები დიდ როლს ითამაშებენ მომავალ გეგმებში. თვის მეორე ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ ოჯახსა და ბავშვებზე. დიდია ყველაფრის დაკარგვის ალბათობა, ამიტომ შეეცადეთ, საკუთარი თავი გააკონტროლოთ, არ ეჩხუბოთ საყვარელ ადამიანებს, მხარი დაუჭირეთ მათ და ნებისმიერ წვრილმანთან დაკავშირებით გვერდში დაუდექით.
ყველაზე კარგი დღეები: 6, 12, 24, 27.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 23.
მორიელებს ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ელოდებათ: პირად ცხოვრებაშიც და პროფესიულ საქმიანობაში. უფრო მეტიც, ცვლილებები შეიძლება კარდინალური იყოს. სამსახურში, ასევე, სავარაუდოა სამსახურებრივი რომანის დაწყებაც, მაგრამ იმისათვის, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ სასიყვარულო თავგადასავალთან დაკავშირებით.
ყველაზე კარგი დღეები: 9, 25.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 1, 12, 15, 22, 26, 29.
მშვილდოსნებს არამარტო ოჯახური იდილია შეიძლება ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით დაენგრეთ – საფრთხის ქვეშაა მათი სამუშაო და მეგობრებთან ურთიერთობაც. გამოუსწორებელი მოვლენების თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ, დაუფიქრებელი ქმედებებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში. უმჯობესია ეს დრო სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს წარმატებას მოგიტანთ. მათ კი, ვისაც დიდი ხანია შვილის ყოლა სურს, კარგი ამბები ელოდებათ.
ყველაზე კარგი დღეები: 1, 4, 27, 28.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 10, 17.
რაც შეეხება თხის რქებს: მათთვის ცვლილებები საქმეებსა და ურთიერთობებში სასიამოვნო იქნება. სხვა ცვლილებებსაც უნდა ელოდოთ. შესაძლოა მოულოდნელი ორსულობაც კი (თუ ახლა ამას კითხულობთ, უკვე არც ისე მოულოდნელი იქნება). მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ დროულად უნდა განიტვირთოთ და დაისვენოთ. დიახ, დასვენების გამო შეიძლება ცოტა ფული დაგაკლდეთ, მაგრამ სამაგიეროდ არამატერიალური მხრივ რაღაც უფრო დიდს მიიღებთ.
ყველაზე კარგი დღეები: 2, 16, 30.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 1, 4, 11, 18, 22, 26, 29.
მერწყულებისთვის აპრილი უმეტესად საბინაო საკითხებთან იქნება დაკავშირებული. არ არის გამორიცხული უძრავი ქონების ყიდვა ან საცხოვრებლის შეცვლა. ყურადღებით და ფრთხილად იყავით: თვის პირველ ნახევარში არის რისკი, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.
ყველაზე კარგი დღეები: 4, 5, 13, 24, 27.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 7, 14, 21.
თევზებმა ფულის შოვნის ყველა შესაძლებლობის ძიების ნაცვლად ჯობია ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება. ამისთვის მათ აპრილის მეორე ნახევარში განსაკუთრებით დიდი დრო ექნებათ. თვის დასაწყისში კი ყველა შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელიც მოგეცემათ, რათა წარმატებას მიაღწიოთ პირად ურთიერთობებში, სიყვარულსა და შემოქმედებით საქმიანობაში. გარშემო მყოფების მთელი ყურადღება თქვენზე იქნება მომართული, ამიტომ ეცადეთ, რეპუტაცია არ გაიფუჭოთ და საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ თავი.
ყველაზე კარგი დღეები: 6, 7, 11, 12, 22.
დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 10, 17, 24.
თამთა გურული
კომენტარები