ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლი“ მზადაა, კვარას ხელფასი სამჯერ გაუზარდოს

„ნაპოლი“ მზადაა, ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სამჯერ გაუზარდოს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ წერს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, კლუბს არ სურს, ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასაც დაემშვიდობოს.

„ნიგერიელი ფორვარდის შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ საბაბს, კვარაცხელიას ხელფასი გაეზარდოს და მან წელიწადში 1,5 მილიონი ევროს ნაცვლად 4,5 მილიონი ევრო მიიღოს.

დასაზუსტებელია მხოლოდ ორი დეტალი: პირველი ეხება იმას, რომელ წლამდე გახანგრძლივდება კვარაცხელიას კონტრაქტი – 2028 თუ 2029 წლამდე (მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა). მეორე დეტალი გამოსასყიდ თანხას უკავშირდება. კერძოდ, „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს, ის რაც შეიძლება მაღალი იყოს“, – წერს გამოცემა.

გამოცემა Gazzetta-საც მიაჩნია, რომ კვარაცხელიას კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე გაუხანგრძლივებენ და სეზონში, სულ მცირე, 4.5 მილიონ ევროს გადაუხდიან (ახლანდელი 1.5-ის ნაცვლად) ბონუსების ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების „ჯადოსნურ ღამეს“ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე მამა გახდება.

ჯადოსნური ღამის სამი ახალი ამბავი (ფოტო/ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close