სპორტი

ბორჯღალოსნები ზედიზედ მეშვიდედ გახდნენ „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულები

17 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, 20-ათასიან „სტად ჟან ბუინზე“, 2024 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეერკინა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ, ისტორიაში კი მე-16-ედ, ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს 4 ლელო გაუტანეს, ოთხივე – მეორე ტაიმში. დუბლი გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ მიითვალეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ლუკა მატკავამ ჩაიწერა თავის აქტივში.

ესეც ჩვენი ჩემპიონები!

ფინალამდე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის შე ხვედრაში ბელგიამ პოლონეთი 34:8 დაამარცხა, ნიდერლანდებმა გერმანიას 45:0 მოუგო, მესამე ადგილი კი ესპანეთმა დაიკავა, რომელმაც რუმინეთს 40:33 სძლია.

საბოლოოდ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:

1. საქართველო

2. პორტუგალია

3. ესპანეთი

4. რუმინეთი

5. ნიდერლანდები

6. გერმანია

7. ბელგია

8. პოლონეთი

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close