გასულ 2023 წელს სარდინიის ციხიდან გაქცეული 40 წლის იტალიური მაფიის ბოსი მარკო რადუანო საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მდებარე ძვირადღირებულ რესტორანში ქალთან რომანტიკული ვახშმის დროს დააკავეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გაქცევამდე რადუანო 24-წლიან პატიმრობას ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იხდიდა. გაქცევის შემდეგ კი მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2017 წელს იტალიის ერთ-ერთ ბარში მაფიოზ ომარ ტროტის მკვლელობისთვის.
მას შემდეგ, რაც რადუანომ ციხიდან გაქცევა ერთმანეთზე გადაგრეხილი თეთრეულის გამოყენებით შეძლო, ის ევროპის ყველაზე საშიშ ძებნილთა ათეულში მოხვდა. რადუანომ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნის ფანჯრიდან გადაძრომა 16 წამში მოახერხა, რის შემდეგაც მეთვალყურეებისაგან შეუმჩნევლად გაიქცა.
მედია იტალიურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რადუანოს დაკავების დღეს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში სერვის პუნქტიდან ამანათის მიღებისას მისი მარჯვენა ხელი, ჯანლუიჯი ტროიანოც დააკავეს. ის მას შედეგ იძებნებოდა, რაც 2021 წელს სამართალდამცავთა მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და სახლიდან გაქცევა შეძლო.
მაფიასთან ბრძოლის განყოფილებამ, რომელმაც მარკო რუდიანოს დაკავება შეძლო, რამდენიმე თვის წინ დააკავა მატეო მესინა დენაროც, კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც თითქმის სამი ათწლეული ეძებდნენ.
tabula.ge
მსგავს თემაზე: სიცილიური მაფიის – „კოზა ნოსტრას“ „უკანასკნელი ნათლია“ ციხეში მოკვდა 61 წლის ასაკში
კომენტარები