გარდაიცვალა ადელ ზერილი, ამერიკელი როკვარსკვლავის, სიმღერების ავტორის და გიტარისტის – ბრიუს სპრინგსტინის დედა. იტალიური წარმოშობის მომღერლის დედა 98 წლის იყო. მისი გარდაცვალების შესახებ თავად „ბოსმა“ (The Boss – სპრინგსტინის მეტსახელია) დაწერა ინსტაგრამში 31 იანვარს და გამოაქვეყნა მოგონებები და ვიდეო, რომელშიც ისინი ერთად ცეკვავენ. „ჩვენ ვიპოვით პატარა როკ-ენ-როლ ბარს, დროს გავატარებთ და ვიცეკვებთ“, – წერს სპრინგსტინი.
„ბოსის“ დედა, რომელზეც იგი მღეროდა, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ალცჰაიმერის დაავადებით.
View this post on Instagram
კომენტარები