ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ემიგრანტ მამას მონატრებული ატირებული ბარბარე ჯანაშია ახლა სიმღერის „აფხაზეთო ჩემო“ შესრულებით აგატირებთ (ვიდეო)

ფოთელი 8 წლის გოგონა ბარბარე ჯანაშია პოპულარული გახდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან „პატარების დიდი შოუ“, სადაც იგი ემიგრანტ მამაზე დასმული კითხვის დროს მოულოდნელად ატირდა.

ამ დღეებში ბარბარემ ისევ „აალაპარაკა“ სოციალური ქსელები – მის მიერ სიმღერის „აფხაზეთო ჩემო“ ემოციურმა შესრულებამ დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

სიმღერას პატარა არტისტი აფხაზეთის ომში  დაღუპულ ბაბუას, გივი ჯეჯეიას უძღვნის.

ფართო საზოგადოებამ ბარბარე ჯანაშია გასული წლის სექტემბერში გაიცნო, როცა იგი გადაცემას „პატარების დიდი შოუ“ სტუმრობდა და მისი წამყვანის – დუტასაგან სუპერგოგოს „ტიტულიც“ მიიღო. 8 წლის ბარბარე, იგივე ტუკი, მღერის, ცეკვავს და პაროდიებს აკეთებს.

ამ თითქოს უდარდელმა ბავშვმა თავისი სევდა და მონატრება თოვლის ბაბუასაც გაუზიარა და მამის დაბრუნება სთხოვა.

„ახალ წელს სასწაულები ხდება“ – ამ სათაურით ვიდეო სოციალურ ქსელში ბარბარეს დამ, სალომე ჯანაშიამ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ბარბარე ჯანაშიას მამა მოულოდნელად საქართველოში დაბრუნდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close