ქართველები უცხოეთშისპორტი

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა!

მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ საქართველოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

„ქა­ლაქ მე­ზონ-ალ­ფორ­ში გა­მარ­თუ­ლი საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ხმლით გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ში კი­დევ ერთხელ ფა­რი­კა­ო­ბის კლუბ­მა „ორ­ლე­ან­მა“ მო­ი­გო, რომ­ლის ლი­დე­რი მსოფ­ლი­ოს N1 ხმლით მო­ფა­რი­კა­ვე სანდრო ბაზაძეა.

ორ­ლე­ა­ნის ღირ­სე­ბას სან­დროს­თან ერ­თად ფრან­გე­ბი – ბო­ლად აპი­ტი და ძმე­ბი ჟან-ფი­ლიპ და სე­ბას­ტი­ან პატ­რი­სე­ბი იცავ­დნენ“, – ნათ­ქვა­მია საქართველოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022  და 2023 წლებშიც  შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დასახელდა.

ამ დროისათვის ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში დამაჯერებლად ლიდერობს და პარიზის ოლიმპიადაზე ამ ზაფხულს ოქროს უმიზნებს (ვიდეო)

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში დამაჯერებლად ლიდერობს და ოლიმპიურ ოქროს უმიზნებს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close