ვიდეოსპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა და იტალიის სუპერთასის ფინალში ითამაშებს (ვიდეო)

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

„ნაპოლი“ 22-ე წუთზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევა ჟუან ჟესუსს გაუგრძელა, რომელმაც შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მან კი მახვილი კუთხიდან გაიტანა.

„ფიორენტინამ“ ექვს წუთში ნეაპოლელებს გაუტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და ლუკას ბელტრანის გოლი არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე კი „ფიორენტინამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ნანიტამო იკონემ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

მეორე ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა 72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა. თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოცოცხლდა. მატჩის გმირი კი შეცვლაზე შესული ალესიო ძერბინი გახდა, რომელმაც 84-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 3:0 დააფიქსირა.

„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს 22 იანვარს შეხვდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close