ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 იანვარი

იანვრის ახალი შვიდდღიანი (15-21 იანვარი) პერიოდი მერკურის ჰარმონიული ასპექტებით დაიწყება, რაც  საუკეთესოა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დაუფლებისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ზოდიაქოს ნიშანთა უმეტესობაში წინ წამოიწევს მონდომება, პასუხისმგებლობა, შინაგანი დისციპლინა, თანმიმდევრულობა და კეთილშობილება. ამ ხასიათის თვისებების მქონე ადამიანები მალე შეძლებენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უფრო პოზიტიური და საინტერესო მიმართულებით. ამ პერიოდში კარგია საქველმოქმედო საქმიანობით დაკავება და, უბრალოდ, მათი მხარდაჭერა, ვისაც ეს სჭირდება. ასევე, ამ ასპექტებმა შეიძლება გაზარდოს ინტერესი რელიგიისა და ხელოვნების მიმართ, განსაკუთრებით მხატვრობისადმი.

ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, შუა კვირა არც ისე ხელსაყრელი დროა ფინანსური საკითხებისთვის. სამუშაო გუნდებში შესაძლებელია  კონფლიქტი და დაძაბულობა, რაც საერთო საქმეს ხელს შეუშლის. ამ პერიოდში, ასევე, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ქრონიკული ენდოკრინული პრობლემები აწუხებს, ან სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები აღენიშნება.

კვირა ლომის ნიშანში სავსემთვარეობით დასრულდება, რაც ცეცხლის ელემენტის ნიშნების – ლომის, მშვილდოსნისა და ვერძის შემოქმედებით ენერგიას გააძლიერებს, მარტოხელა კირჩხიბებსა და კუროებს კი ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს კვირა ბიზნესმენებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის და საზოგადოების სამეცნიერო ელიტისთვის  მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და მიღწევების საინტერესო პერიოდია. ყველაზე პასუხისმგებლობიან ადამიანებს, ძლიერებს და ღირსეულებს დიდი შანსი ექნებათ, პრესტიჟული პოზიციები დაიკავონ და  შთამბეჭდავ ფინანსურ შედეგებს მიაღწიონ.

 

ვერძი

ამ კვირაში შეძლებთ თქვენი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად დემონსტრირებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და პოზიციას გაიუმჯობესებთ ცხოვრების ყველა სფეროში, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსების მართვისას, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები. შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი გეგმების კორექტირება და  საჭირო გახდეს მნიშვნელოვანი პროექტების დასრულების დაჩქარება. პირად ცხოვრებაში საკმაოდ ხელსაყრელ ფაზას გადიხართ და თუ საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან რაიმე უთანხმოება გქონდათ, ეს არის შესაფერისი დრო მათთან  ურთიერთობის მოსაგვარებლად. მეტიც, ძალიან კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კურო

ამ კვირაში, უბრალოდ, ინიციატივა და გამბედაობა უნდა გამოიჩინოთ და თუ მჭევრმეტყველების უნარსაც გამოავლენთ, მაშინ შეგიძლიათ წარმატების იმედი გქონდეთ როგორც პროფესიული კუთხით, ისე პირად ცხოვრებაში. თქვენი იდეების განხორციელებისას კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მომგებიანი შეთავაზებები და გრძელვადიანი გარიგებები გააფორმონ. როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, შაბათ-კვირასაც ვერ დაისვენებთ, რადგან ბევრი შეხვედრა გექნებათ და უამრავი საოჯახო საქმე დაგეყრებათ თავზე. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს – თქვენმა ხარჯებმა შეიძლება თქვენს შემოსავალს გადააჭარბოს.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

ამ კვირას თქვენი დიდი ხნის სურვილების ასრულება შეუძლია. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი უახლოესი სოციალური წრის წარმომადგენლებს მოუსმინოთ. ეს ხალხი თქვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, მოკავშირეები. წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული თქვენ შორის დადებულ შეთანხმებებზე. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა საკუთარი თავით, პარტნიორით და, ზოგადად, პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო დარჩეთ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი მშვენივრად მიდის და ტყუილად განიცდით. უბრალოდ, დაარეგულირეთ თქვენი ქცევა, იმუშავეთ შეცდომებზე და არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ. კვირის ბოლოს სოლიდურ მოგებას და სიყვარულის აღიარებას ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

ეს კვირა კარგი პერიოდია შემოქმედებითი პროექტებისა და აქციებისთვის. კირჩხიბების უმეტესობას შესაძლებლობა ექნება, მაღალ პროფესიულ დონეს მიაღწიოს კარგი კარიერული პერსპექტივით. შეეცადეთ, ეს მშვიდი და ჰარმონიული პერიოდი თქვენი ბუნებრივი ნიჭის აქტიურ პოპულარიზაციას დაუთმოთ. ხუთშაბათს არ უნდა დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, რადგან, მიუხედავად ყველა მცდელობისა, არსებობს დაგვიანების რისკი. შაბათ-კვირას გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე და ზრუნვა თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ. თუ დღის წესრიგში დგას მემკვიდრეობასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ნუ უგულებელყოფთ ექსპერტის კონსულტაციას – იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ძალიან დაგაზარალოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ლომი

კვირის დასაწყისში შესაძლოა წარმატებული იყოს საქმიანი მოლაპარაკებები, რაც თქვენი კეთილდღეობის დონეს სტაბილურს გახდის. ოთხშაბათს სამსახურში უმჯობესია არ გამოიჩინოთ ზედმეტი აქტიურობა და ინიციატივა, რადგან შეიძლება ამ ყველაფერმა შური და გაუგებრობა გამოიწვიოს. პარასკევს მრავალფეროვანი იდეები გექნებათ და ამ დღეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ დიდხანს დარჩეთ ერთ ადგილას. აი, შაბათ-კვირას კი შეეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ, ნუ მოგერიდებათ ტაქტიანი უარით გაისტუმროთ ყველა, ვინც თქვენთან კომუნიკაციას ცდილობს. რა თქმა უნდა, გამონაკლისია საყვარელი ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფალი დრო ყოველთვის უნდა გქონდეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ამ კვირაში ბევრი თქვენგანი პირად ცხოვრებაში ყველანაირ პრობლემას ბოლომდე მოაგვარებს, რაც ვარსკვლავების დადებითი გავლენით აიხსნება. ნაკლები სტრესი გექნებათ და მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენების დროსაც კი გამონახავთ. ზოგიერთი თქვენგანი დიდი ხნის ძებნის შემდეგ შეძლებს ძალიან კარგ სამსახურში დასაქმებას, რაშიც ინფორმაციის დამუშავებისა და დეტალების შემჩნევის უნარი დიდად დაგეხმარებათ. ეს კვირა შესანიშნავი დროა დაგეგმვიდან მოქმედებაზე გადასასვლელად. თქვენი შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ  ფინანსური მდგომარეობა.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია კარიერული მიღწევებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. სამშაბათს გამოიჩინეთ უფრო მეტი მონდომება და აქტიურობა და შეძლებთ რამდენიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმას თქვენი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად. უარს ნუ იტყვით ირგვლივ მყოფების დახმარებაზე თქვენი პრობლემების გადასაჭრელად. ასტროლოგიური ვითარება ნათესავებს, კოლეგებსა თუ მეზობლებს შორის უთანხმოების აღმოფხვრის აუცილებლობას არ გამორიცხავს. შაბათ-კვირას საქმიანმა ან რომანტიკულმა შეხვედრამ შეიძლება თქვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს. კვირას ბავშვობის მეგობარი შეგახსენებთ თავს და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მორიელი

ამ კვირაში თქვენ წინაშე წარმოქმნილ სირთულეებსა და დაბრკოლებებს ადვილად გადალახავთ და შესაძლოა პერსპექტიული შემოთავაზებაც მიიღოთ. მთავარია არ გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენი გეგმებისა და ჩანაფიქრების შესახებ, რათა მათ სწრაფად განხორციელებაში ხელი არ შეგიშალონ. პარასკევს შეგიძლიათ ხელმძღვანელების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ვარსკვლავების გავლენისა და საკუთარი ძალისხმევის წყალობით, კვირის ბოლოს გელით სოლიდური შემოსავალი და წარმატება ბიზნესში და სიყვარულში. შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, გააკონტროლეთ ისინი და საყვარელ ადამიანებს ყურადღება არ მოაკლოთ!

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მშვილდოსანი

მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა ყოველთვის არ არის გონივრული გადაწყვეტილება; ამ კვირაში  ერთობლივი მუშაობის დადებით ასპექტებზე უნდა იფიქროთ. თუ დროს წვრილმანებზე არ დაკარგავთ, მაშინ  შესაძლებლობა გექნებათ, რამდენიმე ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელოთ. თქვენი კრეატიულობა პლუს სურვილი და მცირე ძალისხმევა და –  ვარსკვლავების გავლენით, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ხელსაყრელი პირობები გადამწყვეტი მოქმედებისთვის იშვიათად წარმოიქმნება. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასეირნება ან თოვლიან სამთო კურორტზე წასვლა დადებითი ენერგიით და შესანიშნავი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. შეიამხანაგეთ ხალისიანი ნაცნობ-მეგობრები და აქტიური დასვენება მოიწყვეთ!

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

ამ კვირის გეგმები განსახორციელებლად რეალისტური უნდა იყოს, რათა ტყუილად არ გაისარჯოთ! თქვენი წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენზე, არამედ ირგვლივ მყოფების მხარდაჭერაზეც, ამიტომ გვერდზე გადადეთ უსარგებლო სიამაყე და დახმარება ითხოვეთ. შუა კვირაში ეცადეთ, თავიდან აირიდოთ  უთანხმოება ოჯახში, რადგან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა ადვილი არ იქნება, ამიტომ ჯობს, არ გარისკოთ და კონფლიქტს არ მისცეთ გაღვივების საშუალება, დაძაბულობა დასაწყისშივე გაანეიტრალეთ მოთმინებით და დიპლომატიური მიდგომით. პარასკევს შესაძლებელია მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. შაბათი კარგი დღეა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. მარტოხელა თხის რქებს კვირას რომანტიკული შეხვედრა ელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

ამ კვირაში თქვენი იდეების განხორციელებისას სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედეთ და კოლეგები დაიხმარეთ. თქვენი დამსახურების ობიექტური შეფასება თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ხუთშაბათს ჭორები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და ახლობლებიც არ ანერვიულოთ. ოჯახური მოგზაურობის დაგეგმვა ეჭვებისა და საზრუნავისგან თავის დაღწევაში და სასიამოვნო ემოციებით დამუხტვაში დაგეხმარებათ. პარასკევს მოუსმინეთ ძველი მეგობრის რჩევებს, ძალიან გამოგადგებათ. შაბათ-კვირას  საოჯახო საქმეებს მიხედეთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თევზები

ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიულ ასპარეზზე. შეეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები და უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებაზე – ვარსკვლავების დადებითი გავლენა წარმატებისკენ გზას გაგიხსნით. თქვენს ძალისხმევას განსაკუთრებით ოჯახის წევრები დააფასებენ. კვირის მეორე ნახევარში მარტივად შეძლებთ ახალი კონტაქტების დამყარებას და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებას. შაბათს ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებებით. კვირას პროფესიულ ასპარეზზე უფრო მეტი აქტიურობისთვის მოემზადეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close