ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

დაუჯერებელი ვიდეო – შრომისმოყვარე თაგვი 2 თვეა ფარდულს ალაგებს

75 წლის უელ­სე­ლი პენსიონერის ფარ­დულს 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყო­ველ ღამე სტუმ­რობ­და თაგვი და მიმოყრილ ნივთებს ალაგებდა.

ეს დაუჯერებელი ამბავი უელსის ქალაქ ბილტ-უელსში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყოფილმა ფოსტალიონმა როდნი ჰოლბრუკმა, რომელიც ასევე ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მოყვარული ფო­ტოგ­რაფია,  შენიშნა, რომ ფარდულში მიმოყრილი ნივთები დილაობით დალაგებული ხვდებოდა. ჰოლბ­რუკ­მა გა­და­წყვი­ტა, ფარ­დულ­ში ღა­მის ხედ­ვის კა­მე­რა ჩარ­თუ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რათა გაერკვია, რაში იყო საქ­მე.

ღა­მის ხედ­ვის კამერის მიერ გადაღებულ კად­რებ­ში ჩანს მღრღნე­ლი, რო­მე­ლიც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აგროვებს ბოთ­ლე­ბის სა­ცო­ბებს, თხილს და ჭან­ჭი­კებს და ჰოლბ­რუ­კის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე მო­თავ­სე­ბულ ყუთში აწყობს. ჰოლბ­რუკ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ა­ტა­რა და მა­გი­და­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თე­ბი მი­მო­ფან­ტა, რათა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, მა­თაც შე­ი­ნა­ხავ­და თუ არა თაგ­ვი სა­თავ­სო­ში. „წესრიგის მოყვარულმა“ პა­ტა­რა მღრღნე­ლმა ამ საქმესაც გაართვა თავი და ყველაფერი გულდასმით შეაგროვა.

„ჩემი აზრით, თაგვი დალაგების პროცესისგან სიამოვნებასაც კი იღებს“, – ამბობს ჰოლბრუკი.

იგი ვარაუდობს, რომ თაგვი მის მიერ დატოვებულ წვრილმანებს თხილეულის შესანახად იყენებს, თუმცა ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობა ორივეს ხელს აძლევს – თაგვსაც და ადამიანსაც.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close