ტექნოლოგიებისაზოგადოება

როგორია „ნამდვილი სანტა კლაუსი“? – ალგორითმმა მისი სახის ფენოტიპი შეისწავლა

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სანტა კლაუსის სახის ფენოტიპზე ჩაეტარებინათ კვლევა. უფრო კონკრეტულად, მანჩესტერის უნივერსიტეტის კლინიკური გენეტიკოსის, დოქტორი თომას რაიტის ხელმძღვანელობით, ღრმა სწავლების ალგორითმი, რომელიც „მხიარული მოხუცის“ იდენტიფიცირებისკენაა მიმართული.

კვლევის ფარგლებში, ალგორითმი ინტერნეტიდან მოპოვებული ფოტოების მიხედვით გაწვრთნეს. შემდეგ კი ტექნოლოგია გამოგონილი პერსონაჟისა და რეალური ზრდასრული თუ მოხუცებული წვერიანი მამაკაცების სახის შესასწავლად გამოიყენეს. რაც მთავარია, ალგორითმი ორიენტირებული იყო მხოლოდ სახის მახასიათებლებზე – არ ითვალისწინებდა ტრადიციულ წითელ ქუდსა და კოსტიუმს, რომელიც სანტას განუყოფელ ნაწილად იქცა.

კვლევა ჟურნალ Vision-ში გამოქვეყნდა და ხელს უწყობს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის უფრო ფართო გაგებას – უსაფრთხოებისა და პიროვნული იდენტიფიკაციის მიღმა, კულტურულ თუ მითურ სფეროებშიც კი შესაძლებელია მისი გამოყენება. თანაც მიღებული შედეგები საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა: როგორც დადგინდა, სანტას სახე მართლაც გამორჩეულია სხვა წვერიანი მამაკაცებისგან. ეს კი ადასტურებს, რომ ბავშვების თანდაყოლილი უნარი, სანტა უწოდონ რომელიმე ინდივიდს, ბუნებრივ მახასიათებლებს ეფუძნება. ამავდროულად, ეხმიანება კონკრეტული როლისთვის შესაბამისი მსახიობის შერჩევის ხელოვნებას.

სამომავლოდ მკვლევრებს სურთ, სანტას ამოცნობის ტექნოლოგია სხვა საყვარელ ფოლკლორულ პერსონაჟებზეც გამოიყენონ, როგორებიც არიან რობინ ჰუდი ან კბილის ფერია.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close