ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8-14 იანვარი

იანვრის მეორე კვირა, პირველისგან განსხვავებით, დატვირთული იქნება და ახალი მიღწევებისკენ მოტივაციას მოგცემთ, თუმცა კვირის დასაწყისში ზოდიაქოს წრის წარმომადგენელთა უმეტესობას შეიძლება ჰქონდეს გაურკვევლობა ბიზნეს საკითხებში. ამიტომ ორშაბათ დღეს უმჯობესია უარი თქვათ რაიმე კონტრაქტის გაფორმებაზე და არ მიიღოთ შეთავაზებები, რაც არ უნდა მომგებიანი ჩანდეს.

შუა კვირაში ბიზნესმენები შეძლებენ, წარმატებით მოაგვარონ საორგანიზაციო საკითხები და დადონ დიდი და პერსპექტიული გარიგებები. ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებს კი, რომელთა ურთიერთობაც პარტნიორებთან გაურკვეველი იყო, ყველაფრის გარკვევისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ დაიწყოთ ძალიან ეფექტიანი მკურნალობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოჯანმრთელდეთ დაავადებისგან, რომელიც დიდი ხანია პრობლემად გექცათ.

კვირის ბოლო დღეები ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, მივლინებისა და შეხვედრებისთვის. სპორტსმენებისთვის ეს არის მიღწევების პერიოდი, ბლოგერებისა და მწერლებისთვის – საკუთარი თავის ნათლად გამოხატვის შესაძლებლობა, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში მომუშავეებისთვის – შესაძლებლობა, ფართოდ გაავრცელონ თავიანთი იდეები.

 

ვერძი

თუ სადღესასწაულო დღეებმა დაგღალათ და ენერგიის ნაკლებობას განიცდით, მაშინ თქვენთვის ეს კვირა რთული იქნება, რადგან ბევრი შეხვედრა და ახალი საქმე გელით. ეცადეთ, ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე, რადგან არსებობს რისკი, რომ დროულად ვერ შეასრულებთ. უფრო ხშირად მოუსმინეთ ინტუიციას, ის თქვენი ერთგული მოკავშირეა. სავარაუდოდ, ამ კვირაში ძველ ვალებს დაგიბრუნებენ. არ იდარდოთ ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სწორი კვება და ვარჯიში აუცილებელია.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

ეს კვირა შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი გართობისა და დასვენებისთვის. პროფესიულ სფეროში სერიოზულმა პრობლემებმა შეიძლება დიდი დრო წაგართვათ, რაც ვარსკვლავების პოზიციით აიხსნება. და ბევრი თქვენგანის უპრეცედენტო აქტივობა კარიერული წინსვლით დასრულდება. ოთხშაბათი კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. შეეცადეთ, ნებისმიერ საქმიანობაში მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ჰარმონია და ურთიერთგაგება. კვირას ახლობლების მხარდაჭერა და სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

სასიკეთო დღეები: 8, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ტყუპი

ამ კვირაში ხელსაყრელ პირობებში იმყოფებით, თუმცა შესაძლოა ამას თავად ვერ გრძნობთ. იწყება პროფესიული საქმიანობის ახალი პერიოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და განახორციელოთ დიდი ხნის ჩაფიქრებული გეგმები. გამოიჩინეთ ინიციატივა და თქვენი ავტორიტეტი სამსახურში გაიზრდება. მოსალოდნელია შეხვედრები მეგობრებთან, ახალი შესაძლებლობები და გაზრდილი პასუხისმგებლობა სამსახურში, რომანტიკული პაემნები, გაუმჯობესებული კეთილდღეობა. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ახალი ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კირჩხიბი

მოთმინება, სიმშვიდე და გამძლეობა ამ კვირაში თქვენი პრიორიტეტები უნდა იყოს, გვფრთხილებენ ვარსკვლავები. საჭიროა ძალისხმევის კონცენტრირება საკუთარი მიზნების მიღწევაზე. ნუ შეგეშინდებათ სირთულეებისა და დაბრკოლებებისა, მათ მარტივად გადალახვას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ხუთშაბათი შესანიშნავი დღეა გლობალური პროექტების დასაწყებად და პირველი ნაბიჯების გადასადგმელად დიდი მიზნისკენ. ეცადეთ, იყოთ უფრო ტოლერანტული საყვარელი ადამიანების მიმართ, ემოციებს ნუ აჰყვებით.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ლომი

ეს კვირა პოზიტიური იქნება თქვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. კვირის პირველ ნახევარში იმაზე მეტის გაკეთება მოგიწევთ, ვიდრე მიჩვეული ხართ. კვირის მეორე ნახევარი შეიძლება ემოციურად უფრო დაძაბული იყოს, მაგრამ საშუალება გექნებათ, განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიციები და გაზარდოთ თქვენი ფულადი შემოსავალი. გადაწყვეტილების მიღებას მშვიდად და თავდაჯერებულად შეძლებთ. მთავარია ყველაფერში დამოუკიდებლობა გამოიჩინოთ და, უპირველესად, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ. უცნაურია, მაგრამ კვირა შესანიშნავი დღეა სწავლისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ამ კვირაში შეგიძლიათ თავდაჯერებულად დაიწყოთ ახალი ამოცანის შესრულება, რომელსაც ცხოვრება თქვენ წინაშე დააყენებს. ეჭვი არც კი შეგეპაროთ, რომ მიზანს მიაღწევთ. პროფესიულ სფეროში წარმატება გელით დოკუმენტებთან და ციფრებთან მუშაობაში. მატერიალური სარგებლის მიღება შესაძლებელია შუამავლობით, კარგად განვითარებული ინტუიციით ან წარმატებული მოგზაურობით. პირად ცხოვრებაში თავშეკავება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, ახალი ნაცნობები სერიოზულს არაფერს მოგიტანთ. შაბათ-კვირას არ დაივიწყოთ საყვარელი ადამიანები, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ. ის ქალწულები, რომლებიც სპორტულ ვარჯიშს დაიწყებენ, შესამჩნევად გალამაზდებიან.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

სასწორი

ბიზნეს შესაძლებლობებისა და გარიგებების კუთხით, ეს კვირა ძალზე ხელსაყრელია თქვენთვის. პროფესიულ ცხოვრებაში თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ხელფასის ზრდაში, ისე დაწინაურებაში. პარასკევი განსაკუთრებით კარგი დღეა მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში რაღაცის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგება გექნებათ. შეძლებთ იმდენი დრო და ყურადღება დაუთმოთ მათ, რამდენიც სჭირდებათ. შაბათ-კვირას გამონახეთ დრო განმარტოებისთვის და კარგად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მორიელი

ამ კვირაში ბევრი სასიამოვნო ემოცია და კარგი ახალი ამბები გელით. შეგიძლიათ თქვენი საქმიანობით დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ საზოგადოებაზე. შეძლებთ, აამაღლოთ თქვენი ავტორიტეტი და კარგი მოგება მიიღოთ. მთავარია ფხიზლად იყოთ და სიტუაცია კრიტიკულად შეაფასოთ. შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ და ისინი თავად შემოგთავაზებენ ამას. პირად ცხოვრებაში რომანტიკული ნაცნობობა გელით, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ გრძნობებმა არ მოგატყუოთ. თუ დრო გექნებათ ფილოსოფიური ფიქრისთვის, გადახედეთ თქვენს შეხედულებას ოჯახურ ცხოვრებაზე.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მშვილდოსანი

შესანიშნავი კვირაა გაბედული და ენერგიული მოქმედებებისთვის. ხელსაყრელი გარემო შეიქმნება პროფესიულ სფეროში მიღწევებისთვის და არც კი გჭირდებათ ბევრი იფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ ან როგორ მოიქცეთ. ბევრი იდეა გექნებათ, მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე რეალისტური აირჩიოთ. მნიშვნელოვანი წარმატება გელით უცხოელ პარტნიორებთან მუშაობისას. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ეს ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლას, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. შაბათ-კვირას სავარაუდოა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან საინტერესო ნაცნობობა, ასე რომ, დრო მარტომ არ უნდა გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

ამ კვირაში შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს საქმიანი ვიზიტები ან მოგზაურობა, თუმცა პროფესიულ სფეროში მაღალია გაუგებრობების ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს. ვარსკვლავების გავლენის გამო შესაძლოა ფინანსურ სფეროში გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, რომლებიც ერთი შეხედვით მოუგვარებელი გეჩვენებათ, მაგრამ უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. შაბათ-კვირას დრო ახლობლებთან გაატარეთ და სამსახურში უფრო მეტი აქტიურობისთვის მოემზადეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მერწყული

ამ კვირაში ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ. საბოლოოდ შეძლებთ თქვენი დიდი ხნის გეგმების რეალიზებას. პროფესიულ სფეროში წარმატება გელით ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობისას. ირგვლივ ახალი ხალხი გამოჩნდება, ამიტომ უფრო მეგობრული იყავით. შაბათ-კვირას გააკეთეთ ის, რაც თქვენს გულს სურს. მაგალითად, წადით სტუმრად, მოინახულეთ ახლობლები, ისიამოვნეთ კარგ ადამიანებთან შეხვედრით. ბავშვები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ. ძალიან კარგი დროა პრიორიტეტებისა და ღირებულებების გადაფასებისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 14

არასასიკეთო დღე: 10.

 

თევზები

ამ კვირაში ოცნებებში არ უნდა ჩაიძიროთ და ყურადღებით უნდა მიხედოთ სამსახურსა და ფინანსურ საკითხებს. შეძლებთ იპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები და თქვენი იდეებისა და აზრებისთვის ირგვლივ მყოფებისგან მხარდაჭერა მიიღოთ. ოჯახის წევრები ნებისმიერი რთული სიტუაციისა და ბარიერის გადალახვაში დაგეხმარებიან. შაბათ-კვირა მნიშვნელოვან ურთიერთობას და კარგ გართობას გპირდებათ – ვარსკვლავების რჩევით, წვეულებაზე წასვლაზე უარი არ უნდა თქვათ.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close