რჩევებიშეუცნობელი

რატომაა 2024 წელი კარმული – სიურპრიზებს უკვე იანვარში უნდა ველოდოთ

მალე დამთავრდება 2023 წელი და 2024 შემოაღებს კარს. დამდეგი წელი არა მარტო ნაკიანია (თებერვალში 29 დღეა, რაც 4 წელიწადში ერთხელ ხდება), არამედ, აგრეთვე, კარმულიც. რას ნიშნავს ეს? რას და – თითოეული ადამიანი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. იქნება ეს სასჯელი თუ ჯილდო – ჩვენი ქმედებებით თუ უმოქმედობით იქნება განპირობებული.

რატომ ჰქვია 2024 წელს კარმული?

დამდეგი 2024 წელი 9-წლიანი ციკლის მე-8 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის „რვიანის“ ენერგიის ქვეშ ჩაივლის, რომლისთვისაც ყველაფრის თავი და თავი სამართლიანობა, პატიოსნება, ბალანსი და სისტემების იერარქიაა. ნუმეროლოგები 2024 წელს კარმულს უწოდებენ. წლის მთავარი წესია: ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. თითოეულ ჩვენგანს წინა მთელი 8 წლის შედეგები ახლა „წამოეწევა“.

როგორი იქნება 2024 წელი?

ჩვენი ყოველი ქმედება თუ უმოქმედობა ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ რით დაგვასაჩუქრებს საბოლოო ჯამში სამყარო. ყველაფერი, რაც ადამიანს სურდა და რასაც აკეთებდა, 100-მაგად დაუბრუნდება. ხოლო ვისაც კარმული ვალები აქვს, დრო მოვიდა, რომ გაისტუმროს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჩვენგანს დიდი ცვლილებები ელოდება. მოიკრიბეთ მთელი ძალა, მოგიწევთ, გამოიჩინოთ სითამამე და გაანადგუროთ ყველაფერი ძველი, დრომოჭმული, რაც ტვირთად გაწევთ, გამძიმებთ და დიდი ხანია, აღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.

რთული დროება და რესურსების ნაკლებობა უნიკალურ შესაძლებლობას გიხსნით – კრიტიკულად შეაფასოთ მდგომარეობა და საკუთარ თავს მთავარი კითხვები დაუსვათ. მაგ.: როგორ ხედავთ გარემომცველ სამყაროს, რას ამჩნევთ მასში, რას აძლევთ მას? ამ კითხვებზე პატიოსნად გაცემული პასუხები გადაგიშლით სურათს, თუ როგორ წარიმართება მომავალში თქვენი ცხოვრება. სწორედ კარმულ წელიწადში შეძლებთ დაძლიოთ შიშები, გაიაზროთ თქვენი სისუსტეები და ჰარმონია შიგნით, საკუთარ თავში ეძებოთ.უფრო მეტიც, ეს პერიოდი ჩვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს აჩენს და საკუთარი პოტენციალის გახსნის საშუალებას გვაძლევს.

ბიზნესსა და ფინანსების სფეროში რეკომენდებულია საკუთარი ქმედებების კანონიერებას მიხედოთ. საკმარისი დრო დაუთმეთ დოკუმენტების გაფორმებას, იმუშავეთ იურისტებთან. ყველანაირი შემოსავალი პატიოსნად უნდა მიიღოთ. ნებისმიერ „შავ და რუხ“ გარიგებებს შეამჩნევენ და მათ მონაწილეებს მართლმსაჯულებასთან ექნებათ საქმე.

პროფესიული მხრივ წარმატება ელოდება სამართალდამცავი სფეროს ყველა პატიოსან წარმომადგენელს: მოსამართლეებს, იურისტებს, ადვოკატებს. გაიზრდება მოთხოვნა სამყაროს მოწყობის და მიზეზშედეგობრივი კავშირების ამხსნელი პროფესიების წარმომადგენლების – კარმული ნუმეროლოგების, ფსიქოლოგების პროფესიულ ცოდნაზე, რაც მათ პოპულარობის გაზრდის შანსებს მისცემს.

თუ წარსულში დაპირებები გაეცით, ვალები აიღეთ, მოვიდა დრო, რომ მიცემული სიტყვა შეასრულოთ და ვალები გაისტუმროთ. 2024 წელს არ არის სასურველი ქორწინება, რადგან მუდმივად განქორწინებაზე იფიქრებთ, განსაკუთრებით ძლიერი კი ეს სურვილი 9 და 18 წლის შემდეგ გახდება (თუ მანამდე მიატანა თქვენმა კავშირმა).

2024 წელს უკან მოიტოვეთ შიში და მოჩვენებითი სტაბილურობა. ჩვენ მიწაში ვათავსებთ თესლებს, რომლებიც მთელი 2024 წლის განმავლობაში გაიზრდებიან და ნაყოფს მოგვცემენ. თუ უფრო მარტივად, იგავის ენის გარეშე ვიტყვით, კეთილი ქმედებები წარმატებას გაგვიმრავლებს, ჯანმრთელობას განგვიმტკიცებს, ხოლო ღვარძლი, სიძულვილი და შური გარდაუვალ იმედგაცრუებას მოგვიტანს.

ასე რომ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: 2024 წლის მთავარი, ასე ვთქვათ, „სლოგანებია“: სამართლიანობა, პატიოსნება, ბალანსი და ვინც ამ მცნებებს მიჰყვება, მათ სამყარო სათანადოდ დააჯილდოებს.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close