რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

იტალიელი შინაპატიმრობიდან ციხეში გაიქცა, რადგან შობის მარტო გატარება არ უნდოდა

იტალიაში კომუნა ფროზინონეს მცხოვრები, რომელსაც მსუბუქი დანაშაულის გამო შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, გაიქცა, რადგან შობის პატიმრებთან აღნიშვნა უნდოდა. ამის შესახებ Corriere Della Sera წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის მარიო მარტო ცხოვრობს. შინაპატიმრობის დროს მას მარტოობა მოჰბეზრდა, ამიტომ სახლი ისე დატოვა, რომ ამის შესახებ არც პოლიციას და არც თავის ადვოკატს შეატყობინა. კაცი ციხის შენობასთან მივიდა და ითხოვდა, რომ სასჯელის ბოლომდე პატიმრობაში აეყვანათ.

მაგრამ ციხის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და მარიო ოფიცრებს გადასცეს, რომლებმაც კაცს საშუალება მისცეს, თხოვნით მოსამართლისთვის მიემართა, მოსამართლის უარის შემდეგ კი სახლში დააბრუნეს.

„კორიერე“ არ აზუსტებს, რამდენი დრო დარჩა მარიოს სასჯელის მოხდამდე, თუმცა შინაპატიმრობიდან გაქცევის გამო მას დამატებითი სასჯელი ემუქრება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close