ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებისპორტი

უნიკალური ტრიუკი, რომელიც სპორტის ისტორიაში შევიდა (ვიდეო)

ამერიკელმა სპორტსმენმა ბრაიან გრუბმა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ვეიკსკეიტინგში, დაუჯერებელი პროექტი განახორციელა: მსოფლიოში პირველად გააერთიანა ვეიკსკეიტინგი (Wake skating) დრონის გამოყენებით და პარაშუტით ხტომა (BASE jumping).

ეს ტრიუკი პანორამულ აუზში შესრულდა, რომელიც დუბაის ერთ-ერთი სასტუმროს სახურავზე,  294 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი პანორამული აუზი, გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

თავდაპირველად სპორტსმენმა დრონის დახმარებით 77-ე სართულზე განთავსებული აუზის ზედაპირზე 94 მეტრი ისრიალა, შემდეგ ტრამპლინზე ავიდა და პარაშუტით ძირს წარმატებულად დაეშვა.

ეს უნიკალური ტრიუკი ექსტრემალური სპორტის ისტორიაში WakeBase-ის სახელით შევიდა. ბრაიან გრუბის თქმით, მისი განხორციელება 7 წლის წინათ ჩაიფიქრა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close