თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ 1925 წლის შემოდგომაზე დაარსდა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა გამარჯვებების ათვლა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაშიც აგრძელებს.
თბილისური კლუბის უდიდესი მიღწევა 1981 წელს ევროპის თასის მფლობელთა თასის მოპოვება გახდა. ამ გათამაშების ფინალში „დინამომ“ მაშინდელი გდრ-ის გუნდთან – იენის „კარლ ცაისთან“ დიუსელდორფში ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. ძველ თაობას ახსოვს, რა ხდებოდა იმ ღამით თბილისსა და მთელ საქართველოში!..
ცნობილი სიმღერა „დინამო, დინამო“ კი 5 წლით ადრე, 1976 წელს დაიწერა, როდესაც „დინამომ“ ფინალურ შეხვედრაში ერევნის „არარატი“ დაამარცხა ანგარიშით 3:0 და საბჭოთა კავშირის თასს პირველად დაეუფლა.
მატჩი 3 სექტემბერს გაიმართა მოსკოვში. თბილისის „დინამომ“ მანამდე სსრ კავშირის თასის ფინალში 5-ჯერ ითამაშა – 1936, 1937, 1946, 1960 და 1970 წლებში, თუმცა მოგება ვერა და ვერ მოახერხა. 1976 წელს კი ნავსი გატყდა, თანაც როგორ!
სიმღერის მელოდია იმ ღამით, „ცხელ გულზე“ დაწერა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა, სიტყვები კი მალევე შეუსაბამა პოეტმა მორის ფოცხიშვილმა.
„აჭარაბეთმა“, რომელიც საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ გენერალური სპონსორია, გადაწყვიტა, 98 წლისთავთან დაკავშირებით „დინამოსთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
მუსიკოსმა ნიაზ დიასამიძემ სპეციალურად ამ თარიღისთვის ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის – ვაჟა აზარაშვილის სიმღერის ახლებური ვერსია შემოგვთავაზა, რომელსაც მასთან ერთად კლუბ „დინამოს“ ყველა თაობის წარმომადგენლები ასრულებენ.
შეიქმნა ვიდეორგოლიც, რომელშიც მონაწილეობენ:
„დინამო თბილისის“ ამჟამინდელი სრული შემადგენლობა, აგრეთვე, კომპოზიტორი – ვაჟა აზარაშვილი.
სიმღერის ახალი ვერსიის მოსასმენად გადადით ამ ბმულზე: https://www.facebook.com
კომენტარები