გსურთ მარსს თავზე გადაუფრინოთ და ნახოთ ის, რასაც „მარსნავტები“ ნახავენ? – როგორ ჩანს მარსი ზემოდან გადაფრენისას (ვიდეო)
ალბათ ბევრი ოცნებობს, ერთ მშვენიერ დღეს მარსს თავზე გადაუფრინოს. ამ პლანეტაზე მრავალი საოცარი ადგილია შესასწავლად და ამას ალბათ მომავალში ადგილზე გააკეთებენ „მარსნავტები“.
უკვე წლებია, მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრი Mars Express-ი წითელი პლანეტის რუკებს ადგენს. მის მიერ გადაღებული ათასობით სურათის საფუძველზე მეცნიერებმა ანიმაცია შექმნეს.
მარსის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რეგიონია Noctis Labyrinthus-ი, რაც ლათინურად „ღამის ლაბირინთს“ ნიშნავს. ის მარსის მარინიერის ხეობასა და ფარსიდის გიგანტურ ვულკანებს შორის მდებარეობს.
ეს დანაწევრებული რელიეფი წარმოადგენს ხეობათა სისტემას, რომელიც თითქმის 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული. Mars Express-ის სურათებით მეცნიერებმა მარსის რელიეფზე გადაფრენის საოცარი ანიმაცია შექმნეს, რომელიც გვიჩვენებს, რას დაინახავენ მარსის მომავალი მკვლევრები წითელ პლანეტაზე ფრენისას.
ეს ხეობები ვულკანიზმის შედეგად არის წარმოქმნილი.
1tv.ge
კომენტარები