ვიდეოხელოვნებასაქართველო
პატარა ქუთაისელი „ჯენტლმენის“ ნამღერმა დარბაზი გადარია (ვიდეო)
გადაცემას „პატარების დიდი შოუ“ 8 წლის ქუთაისელი სანდრო აბესაძე სტუმრობდა, რომელმაც სიმღერა „აღორძინდი, საქართველო“ შეასრულა.
სანდროს არ უყვარს მათემატიკა, მაგრამ უყვარს კითხვა და იცის ბევრი ლექსი… უყვარს ქართული ესტრადა, განსაკუთრებით კი – ანრი ჯოხაძე…
უხდება სმოკინგი და სიმღერის კომენტარებში „პატარა ჯენტლმენიც“❤️ კი უწოდეს…
პატარა მომღერალმა რუსუდან სებისკვერაძის სიმღერა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე – „აღორძინდი, საქართველო“ ზუსტად ისე შეასრულა, როგორც ამ სიმღერას შეეფერება.
კომენტარები