„გაცვეთილი“ სხეული: მითი და რეალობა
თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ სმენია, რომ ადამიანის სხეული და გონება, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო „ცვდება“, ხდება ნაკლებად მოძრავი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.ამ ფაქტს ყველა ვიღებთ, როგორც ჭეშმარიტებას და მშვიდად ვეგუებით სიბერის მოსვლას.
თუმცა თანამედროვე მეცნიერება ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს უფრო მითს ჰგავს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკელ ექიმ-ენდოკრინოლოგს, წარმოშობით ინდოელ დიპაკ ჩოპრას, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ტრადიციულ ინდურ მედიცინაში.
მითი პირველი: ადამიანის ჯანმრთელობა მთლიანად გენეტიკაზეა დამოკიდებული
ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გენების ნაკრებით ვიბადებით, მათი განვითარება და რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ ცხოვრების როგორ წესს ავირჩევთ.
აზროვნებითი პროცესი
ემოციურობა
სტრესისადმი მდგრადობა
ფიზიკური დატვირთვის ამტანობა
სუნთქვა
სხეულისა და გონების ინტეგრაცია.
მითი მეორე: რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო დაბერებულად გრძნობ თავს
ეს ასე არაა.
თითოეულ ადამიანს ორი ასაკი აქვს — ბიოლოგიური და ქრონოლოგიური.
ქრონოლოგიური ასაკი — ესაა ასაკი პასპორტით, ხოლო ბიოლოგიური აჩვენებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრს — არტერიულ წნევას, ქოლესტერინს… ყველა ეს ფაქტორი განპირობებულია სხვადასხვა მაჩვენებლით, რომელთა შორის რეალურ ასაკს არცთუ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
სხეულის დაბერების პროცესი დამოკიდებულია ჩვენ დამოკიდებულებაზე დაბერებისადმი, ჩვენ მოლოდინებსა და რწმენაზე, დროის აღქმასა და ენერგიის დონეზე.
50 წლის ადამიანმა საკუთარი თავი შეიძლება აღიქვას, როგორც 35 წლისა, ხოლო 35 წლის ხელჩაქნეულმა — 15 წლით უფროსად.
მითი მესამე: სხეული წლებთან ერთად ბერდება, „ცვდება“
ეს ასე არ არის.
არ არის აუცილებელი, რომ სოლიდური ასაკი სისუსტესა და ავადმყოფობაზე მეტყველებდეს.
არავინ დაგიშლით ფიზიკურ ვარჯიშს, სპორტულ აქტიურობას.
გამოცდილებით ცნობილია, რომ 60 წელს გადაცილებული მამაკაცები როდესაც სპორტულ აქტიურობას იწყებენ, თვე-ნახევარში ძალის გაორმაგებულ მოზღვავებას გრძნობენ, ხოლო ნახევარსაათიანი სეირნობა თუნდაც კვირაში ერთხელ სიცოცხლეს შვიდი წლით ახანგრძლივებს.
მითი მეოთხე: სიბერეში ტვინი აუცილებლად დეგრადირებული ხდება
ეს ასე არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ ტვინის უჯრედები თანდათანობით კვდება, არცთუ მთლად მართალი ბრძანდებით. ბოლო კვლევების თანახმად, ტვინის ცალკეულ მონაკვეთებში ახალი უჯრედების გამომუშავება არ ჩერდება. რა თქმა უნდა, უჯრედები იღუპება, მაგრამ მათ ახალი უჯრედები ანაცვლებს.
ტვინის განვითარებისა და აქტიურობისთვის ვარჯიშია საჭირო. ამისთვის ყველაზე ეფექტურია უცხო ენების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ გენეტიკით დაავადებების მხოლოდ მცირე — 3-4% პროცენტი, მათ შორის, მაგალითად, ალცჰაიმერი არის გამოწვეული, ხოლო უმეტესი ნაწილი განისაზღვრება ცხოვრების სტილით, ემოციებით, სტრესით, ძილითა და დიეტით.
მითი მეხუთე: ორგანიზმის ენერგია თანდათანობით ქრება
ეს ასე არ არის.
ჩვენი ენერგიის მაჩვენებელი ასაკზე მიბმული არ არის. ის დამოკიდებულია თქვენ დამოკიდებულებაზე საკუთარი ორგანიზმისადმი და თქვენს ჩვევებზე.
მშვიდი მედიტაცია, ჯანსაღი ძილი, ფიზიკური აქტივობა თქვენს სხეულს ენერგეტიკის ნორმალური დონის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მითი მეექვსე: სიბერე და ბედნიერება შეუთავსებელია
ეს ასე არ არის.
არანაირი დამოკიდებულება ბედნიერებასა და ასაკს შორის არ არის. სინამდვილეში ცხოვრების „შემოდგომა” შეიძლება ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გახდეს. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საკუთარ თავზე ზრუნვა და სოციალური კავშირების შენარჩუნება.
sputnik-georgia.com
კომენტარები