ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ნიდერლანდების პოლიცია მწერალ გოჩა მანველიძის შვილს, 28 წლის თორნიკე მანველიძეს მკვლელობისთვის ეძებს

ნიდერლანდების პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელიც მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. 28 წლის მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს მეორე მოქალაქის, 32 წლის მამაკაცის მკვლელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მანველიძე ნიდერლანდებში მსხვერპლთან ერთად ჩაფრინდა პოკერის ტურნირში მონაწილეობისთვის.

ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, შემთხვევა 19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ უტრეხტის სასტუმრო „ჰელინგში“ მოხდა.

მოკლული მარტვილის რაიონიდანაა. ახლობლები შოთიკო საკანდელიას უკონფლიქტო პირად ახასიათებენ და ამიტომ დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ. კონკრეტულად რა დაპირისპირება უძღოდა წინ მკვლელობას, ამ ეტაპისთვის ეს ჰოლანდიელი სამართალდამცველებისთვისაც უცნობია.

მკვლელობით დასრულებული ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილე, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თორნიკე მანველიძეა. საქართველოს მოქალაქე ახლა მთელი ნიდერლანდების მასშტაბით იძებნება. 28 წლის მამაკაცს ბრალად სასტიკი დანაშაულის ჩადენა ედება.

ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოსა და აღწერილობას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დანახვის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ დამნაშავეს და დაუყოვნებლივ დაურეკონ 112-ს.

ძებნილის ფოტოები ადგილობრივ მედიაში უკვე გავრცელდა. სამართალდამცველებმა ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებითაც გაავრცელეს. პოლიცია თორნიკე მანველიძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასაც გეგმავს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close