დღის თემავიდეოსაზოგადოებასაქართველო

საქართველოში გლოვის დღეა შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასება და გრაფიკული მასალა გამოაქვეყნა (ვიდეო)

დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან მე-15 წლისთავზე საქართველოში გლოვის დღეა 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის არიან ბავშვებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ მედიასთან ისაუბრა მიმდინარე სამუშაოებზე და სიახლეებზე: „ამ დროისთვის სტატისტიკურად განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს, ერთი სიახლე გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა, ეს იყო ბოლო განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.

„ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილმა უპასუხა მედიის წარმომადგენლის კითხვას გამოძიების დაწყების შესახებ. მისი განმარტებით, ინციდენტის გამოძიება პირველივე წუთებში დაიწყო. „საქმე ორი მუხლითაა აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ეს არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი და მეორე 240-ე მუხლი.

ნებისმიერი ინციდენტის დროს მყისიერად იწყება გამოძიება და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, ამაში ახალი არაფერი არის და საერთოდ რატომ გაჩნდა ეს კითხვა, ჩემთვის გასაკვირია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა,

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლმა სა­ა­გენ­ტომ 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში (მდ. ჭან­ჭა­ხის აუზი) გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლადი შე­ფა­სე­ბა გამოაქვეყნა.

პირ­ვე­ლა­დი დას­კვნით, 3 აგ­ვის­ტოს, მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი და ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის თან­ხვედ­რას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ექ­სტრე­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დის ფორ­მი­რე­ბა.

ხე­ო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ მყინ­ვარ ბუ­ბას და­სავ­ლე­თით, ად­გი­ლი ჰქონ­და კლდეზ­ვა­ვუ­რი მა­სის ჩა­მოშ­ლას, რო­მე­ლიც დი­ნა­მი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ შე­ე­ჯა­ხა მყინ­ვარს, მო­ახ­დი­ნა მისი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვა, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვია მყინ­ვარ­ქვე­შა და­გუ­ბე­ბუ­ლი წყლე­ბის გად­მო­დი­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც წარ­მოქ­მნილ­მა ნა­კად­მა დიდი სიჩ­ქა­რით და­ი­წყო მოძ­რა­ო­ბა ხე­ო­ბის კალაპოტში.

დას­კვნის თანახმად, აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს ხელი შე­უ­წყო ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­მა­ტე­ბულ­მა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რულ­მა ფონ­მა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა მყინ­ვა­რე­ბის ინ­ტენ­სი­ურ­მა დნო­ბამ და თან­მდევ­მა ატ­მოს­ფე­რულ­მა ნა­ლე­ქებ­მა.

პირველად შეფასებას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველი გრაფიკული მასალაც გამოაქვეყნა:

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close