ალექსანდრე ზაზარაშვილის ვარსკვლავურმა სვლამ ნიუ-იორკამდეც მიაღწია – 16 წლის ქართველმა მომღერალმა NY-ში თავისი სოლო კონცერტი დააანონსა
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის მასშტაბით კონცერტებს რამდენიმე თვეა მართავს, ახლახან კი დააანონსა, რომ სოლო კონცერტს ნიუ-იორკში გამართავს.
13 წლის ასაკში ალექსანდრემ უკრაინულ საბავშვო „ვოისში“ გაიმარჯვა და შოუს არსებობის ისტორიაში, მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ვაჟ მომღერლად დასახელდა. 15 წლის ასაკში იგი ამერიკული „ნიჭიერის“ გამარჯვებულიც გახდა. ახლა კი 16 წლის ქართველი მომღერალი უკვე მუსიკალურ მექაში – ნიუ-იორკში სოლო კონცერტის გასამართავად ემზადება.
„5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ-იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს…
ამ ყველაფერთან ერთად რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და მსოფლიოში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: მერაია ქერი, ლუჩანო პავაროტი, ბოჩელი და ა.შ. Cheryl Porter Vocal Coach-ი“, – წერს ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები