ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10 – 16 ივლისი

2023 წლის 10 ივლისი მთვარის 23-ე დღეა, ხოლო 16 ივლისი მთვარის კლების ფაზის ბოლო დღე იქნება. 10-დან 16 ივლისის ჩათვლით ვარსკვლავები ყველა ზოდიაქოს ნიშანს ურჩევენ, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით ფხიზლად შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები. არ არის გამორიცხული, მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდეს და ცვალებად გარემოებასთან ადაპტაცია მოგიწიოთ. ამიტომ შეეცადეთ, ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე და სიურპრიზებისთვის მოემზადოთ.

ამავე დროს, ამ კვირაში უფრო პრიორიტეტული იქნება საოჯახო საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია სახლში კომფორტის შექმნასთან. თუ დიდი ხანია გეგმავთ თქვენი პირადი საცხოვრებელი ფართის რემონტის დაწყებას, არ გადადოთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე.  თუ ამ საქმეს ამ კვირაში შეუდგებით, აუცილებლად დაზოგავთ დროს, ფულს და ნერვებს.

ვერძი

ამ კვირაში ყველაფერი შესაძლებელია: მაცდური პერსპექტიული შემოთავაზებები, პოპულარობა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა. სამშაბათი შესაძლოა ცდუნებასთან იყოს დაკავშირებული, შეეცადეთ გაუძლოთ ამ ცდუნებას. მოერიდეთ ზედმეტ კამათს კოლეგებთან, რადგან ერთ გუნდში ხართ და მშვიდი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. კვირის ბოლოს თქვენი პრაქტიკულობა საუკეთესოდ წარმოჩინდება, მაგრამ ნუ დაწვრილმანდებით. პირად ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს  დიდი შანსი აქვს,  ღირსეული და მიმზიდველი პარტნიორი იპოვოს. შაბათ-კვირას კარგი დასვენებისა და სიმშვიდის პერიოდი გელით.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 15.

კურო

ამ კვირაში თქვენი ოცნებები, სავარაუდოდ, მკაცრი რეალობის პირისპირაა. ასე რომ, თქვენი მთავარი ამოცანაა, იპოვოთ კომპრომისი მათ შორის, რაც გსურთ და რაც გჭირდებათ. როგორც ამ კომპრომისს იპოვიტ, მაშინვე სულიერ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. და  ნამდვილად შეძლებთ თქვენი გეგმის განხორციელებას, ყველა თქვენი მეგობრისა და ნაცნობის გასაკვირად!  ოთხშაბათს შეიძლება კომპლიმენტებით აგავსონ, მაგრამ ყველა ადამიანი გულწრფელი არ იქნება თქვენი ქებისას. კვირის ბოლოს ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. საყვარელი ადამიანების დახმარება და ცხოვრებისადმი თქვენი მშვიდი, ფხიზელი დამოკიდებულება ნებისმიერი რთული სიტუაციის გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 16.

ტყუპი

ამ კვირაში ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და, ამავე დროს, თუ  ძალისხმევას არ დააკლებთ, მაშინ უახლოეს მომავალში სოლიდურ სარგებელს ნახავთ. ახლა დიდი შანსია, რომ ყველაზე გაბედული იდეები განახორციელოთ, საყვარელი ადამიანები აუცილებლად დაგიჭერენ მხარს და დაგეხმარებიან. მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ სერიოზულად იმუშაოთ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, იყავით პოზიტიური და ყველაფერი თქვენს კონტროლს დაექვემდებარება როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 10.

კირჩხიბი

დიდი ალბათობით, შესაძლოა ამ კვირაში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ არახელსაყრელ გარემოებებთან ადაპტაციის უნარის წყალობით ყველაფერს გაუმკლავდებით. ახლა თქვენს გარეგნობაზე  უნდა იზრუნოთ, კარგი დროა იმიჯის განახლებისთვის. შეიძლება ბევრს სურს, გახდეს თქვენი მეგობარი. იყავით მეგობრული, მაგრამ არ მისცეთ უფლება, რომ  ძალიან დაგიახლოვდნენ. არ არის გამორიცხული ეგოისტური ინტერესი ჰქონდეთ. ოთხშაბათს მოსალოდნელია გარკვეული ეჭვი და უნდობლობა, რადგან შესაძლოა თქვენი ფარული მოწინააღმდეგეები შეთქმულებას აწყობენ თქვენს წინააღმდეგ. პარასკევს კი თამამი იდეების გაცოცხლებას შეძლებთ. კვირის ბოლოს საჩუქარს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა სერიოზულად დატვირთული აღმოჩნდეთ საქმით, მოგიწევთ მრავალფეროვან საკითხებში ჩაღრმავება და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა სფეროში. გაუთვალისწინებელი გართულებების გამო შესაძლოა რაღაცის შეცვლა დაგჭირდეთ. დროა გადახედოთ თქვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებს. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ შეუპოვრობა და თავდაჯერებული იყოთ. ხუთშაბათს მოგიწევთ დიდი ენერგიის დახარჯვა კოლეგების დასარწმუნებლად, რომ მართალი ხართ. პარასკევი არახელსაყრელი დღეა დიდი ბიზნესის დასაწყებად და მოგზაურობისთვის. შაბათს არ არის გამორიცხული უცნაური მოვლენები.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 16.

ქალწული

ამ კვირაში დაწყებული საქმეები შეიძლება ჩაიშალოს თქვენი შეცდომის გარეშე, ასე რომ, ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს. დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ, თუ ეს შესაძლებელია. ახლა საუკეთესო დროა შვებულებისთვის. სამშაბათს ახალ ნაცნობობას შეიძლება ჰქონდეთ უსიამოვნო გაგრძელება, შეზღუდეთ კონტაქტები, დაიცვათ თავი უცხო ადამიანებისგან. პარასკევს შეძლებთ ხელმძღვანელების კეთილგანწყობის დამსახურებას, მაგრამ სანაცვლოდ სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად გამბედაობის მოკრება დაგჭირდებათ. შეეცადეთ იპოვოთ გზა ზედმეტი დაძაბულობისა და სტრესისგან თავის დასაცავად. თამამად წადით წინ, არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში, გჯეროდეთ რომ ისინი წარმატებამდე მიგიყვანთ. ამავე დროს, არ უნდა დაივიწყოთ თქვენი პირადი საქმეები.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

სასწორი

ამ კვირაში სასურველია წინასწარ შეადგინოთ საქმეებისა და შეხვედრების დეტალური გეგმა და შეეცადოთ არ შეცვალოთ მისი თანმიმდევრობა. სამსახურში და პირად ცხოვრებაში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მტკიცედ დადექით თქვენს აზრზე. ოთხშაბათს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ხუთშაბათს შეეცადეთ არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საქმიანი ინფორმაცია და არ გადადოთ შეხვედრები, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ და დოკუმენტს ხელს მოაწერთ. შაბათს შეგიძლიათ დაისვენოთ და წვეულება მოაწყოთ მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 10, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

მორიელი

ამ კვირაში იყავით უფრო აქტიური და კრეატიული სამსახურში. დაივიწყეთ, რა არის სიზარმაცე და დაღლილობა, იმუშავეთ რაც შეიძლება მეტი და შედეგად სოლიდურ მოგებას მიიღებთ და თქვენს სანდოობას გააძლიერებთ, შეძლებთ თქვენი მისწრაფებებისა და იდეების რეალიზებას. შესაძლებელია მომგებიანი გარიგება, რომელიც, სავარაუდოდ, სამკაულს უკავშირდება. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად. ოთხშაბათს გექნებათ შესაძლებლობა, მარტივად მოაგვაროთ თქვენი პრობლემები. შაბათს არ დაჯდეთ სახლში, წადით მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ და დაისვენეთ. განსაკუთრებით გაგახარებთ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათ აბსოლუტურად ყველა სურვილი არ უნდა შეუსრულოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 10.

მშვილდოსანი

უახლოეს დღეებში ბრძოლის დრო არ არის, უმჯობესია რთულ გარემოებებთან ადაპტირებას შეეცადოთ. სამშაბათს და ხუთშაბათს მოგზაურობები წარმატებული იქნება და ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ამ კვირაში შესაძლებელია ახალი სამუშაოს მაცდური შემოთავაზებები. თქვენი შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ მოერიდეთ ქმედებებს, რომელთა შედეგი აშკარა არ არის. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია სერიოზული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. მოსალოდნელია მარტოხელა მშვილდოსნებმა ცხოვრების მეორე ნახევარი იპოვონ. შეეცადეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატაროთ, უკეთესად დაისვენებთ, ვიდრე სახლში.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

თხის რქა

ამ კვირაში მოსალოდნელია ბევრი შეხვედრა, სიახლეები, მივლინება. განწყობა მკვეთრად გაგიუმჯობესდებათ, ტონუსი მოიმატებს, ბევრი ახალი გეგმა და იდეა გექნებათ. კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ ერთ რამეზე მოახდინეთ კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელიდან გაუშვებთ წარმატებას. ენდეთ თქვენს ინტუიციას საქმიან და პირად საკითხებში, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ არასწორი გათვლები და იმედგაცრუებები. სამსახურში დამატებითმა პასუხისმგებლობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ოჯახთან ერთად საკმარისი დროის გატარებაში, ამიტომ შეეცადეთ შაბათ-კვირა სახლში გაატაროთ და იზრუნოთ როგორც საყვარელ ადამიანებზე, ისე საკუთარ თავზე.  ნუ მისცემთ უფლებას ემოციებს, თავიანთი გავლენის ქვეშ მოგაქციონ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

მერწყული

ამ კვირაში სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები. ერთ-ერთი კოლეგა შეეცდება თქვენი გულუბრყვილობით ისარგებლოს, რათა წარმატებას მიაღწიოს  ან თავისი გადაჭარბებული ამბიციები დაიკმაყოფილოს. კარგად დაფიქრდით და ნებისმიერი საქმის გაკეთება ისე დაიწყეთ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ მაშინ, როცა არ გევალებათ. პარასკევს დიდი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტების სწორად და დროულად შესრულებას. პირად საკითხებშიც უფრო წინდახედულად უნდა მოიქცეთ რომანტიკული განწყობის შესანარჩუნებლად. ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის – რემონტი სახლში, რამის შეკეთება და ა. შ. კვირა დღე  უმჯობესია ბუნებაში მშვიდ, პასიურ დასვენებას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

თევზები

როგორც ჩანს, ამ კვირაში თქვენს სამუშაოზე მოთხოვნები გაიზრდება, ამიტომ შეეცადეთ, შეამციროთ დატვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ გაუმკლავდებით ხარისხის გაუმჯობესების ამოცანას. მიზანშეწონილია გაითვალისწინოთ კოლეგების ინტერესები, გამოიჩინოთ ინიციატივა, წამოაყენოთ ახალი საინტერესო წინადადებები. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს რეალისტურად შეხედეთ. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს, ისინი შორიდან ბევრად უკეთ ხედავენ ზოგიერთ ნაკლოვანებას. შაბათ-კვირას დაიცავით თავი ზედმეტი შეხვედრებისა და კონტაქტებისგან,  ოჯახს მეტი დრო დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close