America’s Got Talent-ის ქართველი მონაწილე თათია კობალაძე ინსულტს გადაურჩა – რას წერს მომღერალი
მომღერალი თათია კობალაძე სოციალურ ქსელში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, 30 წლის ასაკში ინსულტს გადაურჩა.
„ჩემო საყვარელო ადამიანებო, მადლობა ყველას, ვინც მომიკითხეთ! კი, მე გადავრჩი! 30 წლის ასაკში ინსულტს გადავურჩი. ალბათ ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დრო, მაგრამ ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა! ახლა ვიწყებ ჩემი კარიერის ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას!
მართალია, თვალში სისხლჩაქცევა მაქვს, მაგრამ მხედველობასაც ძალიან კარგად აღვიდგენ, ამ სისხლჩაქცევასაც მოვერევი, ძალაც მომივა, რომ ისევ ისეთი მხიარული ვიყო და ბევრ საქმეებს გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებდი ჩემს პროფესიაში! მე ამერიკა და America’s Got Talent მელოდება.
ახლა არ არის ცუდად ყოფნის დრო! გპირდებით ყველა, ძალას მოვიკრებ, რომ გაგახაროთ და გაამაყოთ ამერიკიდან მთელი ჩემი ქვეყანა ! მიყვარხართ,“ – წერს მომღერალი.
კომენტარები