სპორტი

ძიუდო: ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 23-25 ივნისს მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომლებიც დღეს გამოვიდნენ ტატამზე. მათგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) გააგრძელა ასპარეზობა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ონისე სანებლიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი (+100 კგ) უმედლოდ დარჩნენ.

ვარლამი ფინალში მასპინძელს, მონღოლ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს შეხვდა და ახალგაზრდა მეტოქესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.

საქართველოს გუნდის 34 წლის კაპიტანმა ფინალამდე მისასვლელად ტიტულოვან მეტოქეებს სძლია – მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას მოუგო, ნახევარფინალში კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა.

ონისე სანებლიძემ (100 კგ) და მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს. სანებლიძემ რეპეშაჟშიც წააგო, ხოლო ინანეიშვილმა ტრავმის გამო რეპეშაჟშიც ვეღარ იჭიდავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close