მსოფლიო

დავისვენო წელს შავ ზღვაზე? – რა მოლოდინებია სამომავლოდ და რამდენად რეალურია ქოლერის საფრთხე

უსაფრთხოა თუ არა შავ ზღვაზე დასვენება? – ეს შეკითხვა გაჩნდა 6 ივნისსვე, როცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინაში ნოვა-კახოვკის ჰესი დაანგრია. ადამიანების გვამები, ცხოველების ლეში, ნაღმები, ნავთობპროდუქტები თუ პესტიციდები – შავ ზღვას დაბინძურების საფრთხე შეექმნა.

სპეციალისტების შეფასებით, დაბინძურებული წყალი ყველა სხვა ქვეყანაზე (მათ შორის, საქართველოზე) ადრე ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპირო ზოლამდე მიაღწევს.

ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ამ ქვეყნებში პრობლემები არ გამოვლენილა. ოფიციალური ინფორმაციით, სუფთაა საქართველოს სანაპირო ზოლიც.

  • რა მოლოდინებია სამომავლოდ და რამდენად რეალურია ქოლერის საფრთხე?

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ნოვა-კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად წყლის მძლავრმა ნაკადმა შავ ზღვაში 20 ათასზე მეტი მკვდარი ცხოველი, 150 ტონა ზეთი, საწვავი, პესტიციდები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ჩაიტანა.

დიდი ზარალისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრელეცი 20 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად მსჯელობდა.

იმავე დღეს, უკრაინელმა მინისტრმა თავის რუმინელ კოლეგასთან, მირჩა ფეჩეტთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჰესის აფეთქების შედეგებს არაერთი ქვეყანა იგრძნობს.

„რუსეთის მიერ კახოვკის ჰესზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგებს ნამდვილად იგრძნობენ ქვეყნები, რომლებსაც ჩვენს ზღვებზე გასასვლელი აქვთ; მაგრამ ყველაზე მეტად ამას იგრძნობენ ჩვენი მეზობლები შავი ზღვის რეგიონში“, – თქვა სტრელეცმა.

საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბაქტერიებისა თუ ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია და ბევრი რამ წყლის ნაკადების მოძრაობასა და ქარის სიჩქარეზეა დამოკიდებული.

გაგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close