ტექნოლოგიები

GOOGLE-ი შოპინგის მოყვარულებს ტანსაცმლის ვირტუალურად მორგების საშუალებას აძლევს – კიდევ რა სიახლეებს გვპირდება მსოფლიო ქსელი?

Google Maps-ს, Search-სა და Shopping-ს ახალი ფუნქციები ემატება და ალბათ უკვე აღარ გაგიკვირდებათ, რომ მათგან ზოგიერთი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. 

მართალია, ისტორიულად Google-ის პროდუქტებიდან AI-ს მრავალი იყენებდა, მაგრამ ტექნოლოგიურმა წინსვლამ, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება თუ ჩეტბოტების პოპულარობა, ამ საკითხზე კომპანიის ყურადღება ისევ მიაპყრო. თანაც Google-ში „AI“-ის ძიება 333%-ით გაიზარდა. ახლა კი უშუალოდ ახალი ფუნქციები განვიხილოთ:

VIRTUAL TRY-ON

Google-ის „ვირტუალური მორგების“ (VTO) ფუნქცია შოპინგის მოყვარულებს ტანსაცმლის ვირტუალურად მორგების საშუალებას აძლევს. უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ტიპის მოდელების ტანზე შეამოწმებენ, რათა ზომის ცვლილება, კანის ფერთან და თმის ტიპთან შესაბამისობა განსაზღვრონ. VTO გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელს იყენებს, რათა აჩვენოს, როგორი ნაჭერია, როგორ იკეცება ან იწელება. ამისთვის მოდელი ბრენდების არსებულ სურათებს იყენებს და დიფუზიის სახელით ცნობილი ტექნიკით სარგებლობს, რათა ახალი, მეტად რეალური გამოსახულება შექმნას. წარმოიდგინეთ, რამდენად დაგეხმარებათ ეს ტანსაცმლის ონლაინ გამოწერისას…

გაფართოებული იმერსიული ხედვა

იმერსიული ფუნქციისთვის კი Google AI-ის უკვე მილიონობით სურათის შერწყმისთვის იყენებს, რათა მრავალგანზომილებიანი რუკები შექმნას. მართალია, ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომი იყო რამდენიმე ქალაქში, მაგრამ ახლა კონკრეტული ჩამონათვალიც გაიზრდება. როგორც ამბობენ, იგი მსოფლიოს 500 წერტილს დაფარავს…

Immersive View მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაინახონ, როგორ გამოიყურება კონკრეტული ლოკაციები დღის განმავლობაში, როგორი ამინდია, რამდენად ბევრი ხალხია და ა. შ. ამას კი კონკრეტულად გუგლის AI NeRF ტექნოლოგიით აკეთებს.

ლინზა კანის ტიპებისთვის

აქ კი უკვე გვპირდებიან, რომ ლინზით მომხმარებლები კანის, ტუჩის, ფრჩხილისა თუ თმის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადგენენ. მართალია, სამედიცინო საკითხებში ტექნიკის ასე ჩართვას არც ისე ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, მაგრამ Google-ისთვის ფაქტია, რომ კანის მდგომარეობებზე ყოველწლიურად 10 მილიარდზე მეტი ადამიანი ეძებს ინფორმაციას.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 2021 წელს Google-მა დერმატოლოგიური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელზე მუშაობს და უკვე ევროკავშირის რეგულატორების ნებართვაც მიიღო.

გამარტივებული მოგზაურობა

ეს იმას ნიშნავს, რომ არსებულ Search Generative Experience-ს (SGE) მოგზაურობასთან დაკავშირებული ძიებები ემატება. მომხმარებლებს კონკრეტულ ადგილებზე უფრო დეტალური კითხვების დასმა შეეძლებათ და ჩეტბოტის მსგავს პასუხებს მიიღებენ.

საგულისხმოა, რომ Google-ის AI ინვესტიციები 2000 წლებიდან იღებს სათავეს, მიმდინარე სიახლეები კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, კომპანიის შემდგომ ზრდას განაპირობებს.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close