საზოგადოებასაქართველო

სუროგატი დედებისგან დამკვეთებს მათივე ბიოლოგიური შვილები მიჰყავდათ – სასამართლოში უკვე არაერთი სარჩელია შეტანილი

უკონტროლო სფეროს რეგულირების მიზნით კანონი გამკაცრდება

სუროგაციის სააგენტოების მიერ დაზარალებული ადამიანების რიცხვი იზრდება – ირკვევა, რომ არაკეთილსინდისიერმა კომპანიებმა ქალების ნდობით ისარგებლეს და განაყოფიერებისთვის მათივე კვერცხუჯრედები გამოიყენეს, თანაც ისე, რომ დონორებმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ დამკვეთებმა სუროგატი დედების ბიოლოგიური შვილები წაიყვანეს. სასამართლოში უკვე არაერთი სარჩელია შეტანილი.

უკონტროლო სფეროს რეგულირების მიზნით კანონი მკაცრდება. 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც.

საკანონმდებლო ცვლილება პრემიერ -მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა, მთავარ არგუმენტად ქვეყანაში დემოგრაფიის განვითარების მხარდაჭერა დაასახელა.

ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტი მზად აქვს და ინიციატივის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არაკომერციული მიზნით და მხოლოდ ნებაყოფლობით იქნება დაშვებული.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close