სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში მასპინძელი – კვიპროსის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა  – 2:1 და 3 ქულა ჩაიწერა ანგარიშზე.

გოლები საქართველოს მხრიდან  31-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ და 84-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრების ბადეში კი 39-ე წუთზე ბურთი პენალტის დარტყმის შემდეგ გაეხვია. მეკარე მამარდაშვილი ბურთს მისწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგ., 28-ე წუთზე კვარაცხელიამ შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ჩაკვეტაძე, მაგრამ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

კვიპროსსაც ჰქონდა საქართველოს კარში გოლის გატანის რეალური შანსი, მაგრამ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა იმარჯვა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას ბათუმში 29 მარტს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასა და კვიპროსთან ერთად ასპარეზობს.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში საქართველო 2 მატჩის შემდეგ დაგროვილი 4 ქულით მეორე ადგილზეა. მას შოტლანდია უსწრებს, რომელსაც 3 თამაში აქვს ჩატარებული და სამი მოგებით, 9 ქულით ლიდერობს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close