17 ივნისიდან იცვლება რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი
3 საათით იზრდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი
ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს, 17 ივნისიდან იცვლება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპატამენტი ავრცელებს.
„ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები