ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

კანადა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის, კვამლმა ნიუ-იორკამდეც მიაღწია (ვიდეო)

კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ექსპერტების აზრით, ქვეყანას მოუწევს ყველაზე მძიმე ხანძრების სეზონის გადატანა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ხანძრებზე დაკვირვება მიმდინარეობდა. 

უკვე დამწვარია 8,2 მლნ აკრამდე (33.2 მლნ კვადრატული მეტრი) ფართობი. ეს დაახლოებით 13-ჯერ მეტია, ვიდრე ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელი.

„ეს საშინელი დროა უამრავი ადამიანისთვის არა მარტო ალბერტაში, არამედ მთელ ქვეყანაში, მათ შორის, ატლანტიკაში, ჩრდილოეთში და კვებეკში“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.

მასშტაბური ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად კვებეკის პროვინცია დაზარალდა. მედიის ცნობით, კვებეკის პროვინციიდან ამჟამად დაახლოებით 12 000 ადამიანია ევაკუირებული.

ჩინოვნიკების თქმით, თბილი და მშრალი პირობები ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება .

ბუნებრივი რესურსების მინისტრ ჯონათან უილკინსონის განცხადებით, ტყის ხანძრების რისკი ივნისში იზრდება და უჩვეულოდ მაღალი დარჩება მთელი ზაფხულის განმავლობაში.

მიმდინარე წელს კანადაში ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, imoqmeda ნავთობის და გაზის მოპოვებზე და ჰაერი დააბინძურა აშშ-ის საზღვრებთანაც კი.

ორშაბათ საღამოს მდგომარეობით, კანადის ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში 424 ხანძარი მძვინვარებდა, რომელთაგანაც 250-ზე მეტი არაკონტროლირებადი იყო. ათობით ათასი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კანადელებს ხანძრებთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან, მათ შორის, აშშ. ბაიდენის განცხადებით, კანადელი მეხანძრეების დასახმარებლად 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, დამხმარე პერსონალი და აღჭურვილობაა მობილიზებული და აშშ მჭიდრო კავშირშია როგორც სახელმწიფო, ისე. ადგილობრივ ლიდერებთან, რათა საჭირო დახმარება უზრუნველყონ.

კანადაში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე დაფიქსირდა სამხრეთ ონტარიოს დიდ ნაწილში, აგრეთვე, კვებეკში. კვამლმა აშშ-მდეც მიაღწია.  ნარინჯისფერი კვამლით დაიფარა ნიუ-იორკ სიტი. პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს ამერიკელებს, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლებების მითითებები, რათა მათ და მათი ოჯახის წევრებს  ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close