ვიდეოპოლიტიკასაბერძნეთი

მიცოტაკისი ციპრასს „იწვევს“ – ვინც წააგებს, საკუთარი პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს?

რა უნდა ვიცოდეთ საბერძნეთის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება – 21 მაისს ბერძნები ახალი მოწვევის პარლამენტს აირჩევენ. 

ხუთშაბათს, 11 მაისს, შუადღისას საბერძნეთის მთავრობის მოქმედმა მეთაურმა, „ნეა დიმოკრატიას“ ლოდერმა, პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მის წინამორბედს, ყოფილ პრემიერს და „სირიზას“ ლიდერს, ალექსის ციპრასს „ხელთათმანი ესროლა“ – მას პირობა შესთავაზა, ვინც არჩევნებს წააგებს, თავისი პარტიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს.

ტრიკაიონის მერთან დისკუსიის დროს ციცანისის მუზეუმში მიცოტაკისმა წარმოადგინა დანართი, რომელიც აჩვენებს, სად არის თავისუფალი საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, რომ ბავშვებმა შეძლონ დაჯავშნა სათამაშოდ და ლოდინმა არ მოუწიოთ. მან თქვა: „როდესაც კალათბურთს ვთამაშობდით ამერიკაში, ასეთი წესი გვქონდა: მოიგე – რჩები, წააგე – მიდიხარ და სხვა მოდის სათამაშოდ“.

სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ ამ ფრაზით მიცოტაკისმა ალექსის ციპრასს მიანიშნა, რომ თუ წელსაც წააგებს არჩევნებს, „სირიზას“ ლიდერის პოსტი დატოვოს. მისი ეს განცხადება გაისმა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც  SYRIZA-ს თავმჯდომარემ თქვა, რომ მიცოტაკისმა უნდა „ნეა დიმოკრატიას“ ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს.

„ჩვენ ვხედავთ ყალბ დუმილს, მის ქვეშ კი – ნგრევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ბატონი მიცოტაკისი ამ არჩევნებს წააგებს, მომდევნო დღეს ალბათ ვეღარ შეძლებს პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩენას“.

ციპრასმა საკუთარ პარტიაზე საუბრისას „სირიზაში“ პლურალიზმი ჯანსაღ ნიშნად დაასახელა და თქვა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში თავად პარტიის ლიდერის პოსტს არ ჩაებღაუჭება.

10 დღის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, მიცოტაკისის „ნეა დიმოკრატიას“ მაჩვენებლები გაუმჯობესდა და ახლა ის 6,3 პუნქტით უსწრებს ალექსის ციპრასის „სირიზას“.

რაც შეეხება არჩევნებს: საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის შედეგად რამდენიმე ცვლილება შემოვიდა:

1. 2023 წლის 21 მაისს საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები „უბრალო პროპორციული წარმომადგენლობის“ სისტემით ჩატარდება. 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ პარტიამ პარლამენტში ადგილები მიიღოს, 3%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ დამატებითი არჩევნები გახდება საჭირო, ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია ბონუსის სახით კიდევ 50 ადგილამდე მიიღებს.

ეს კონკრეტული საარჩევნო კანონი უბრალო პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით 2016 წელს მიიღეს მაშინდელი „სირიზას“ მთავრობის  ინიციატივით. მისი მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის, პრაქტიკულად, კრძალავს ერთპარტიულ უმრავლესობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისას ყველაზე მეტი ხმის მიმღები პარტიის მარტივად იგნორირება შესაძლებელია, განსაკუთრებით, თუ მას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს მიღებულ ხმებში.

2. 17 წლის ასაკს მიღწეულებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს

მნიშვნელოვანი საკითხია, ვის მისცემენ ხმას 17-19 წლის ახალგაზრდები, რომლებიც პირველად მივლენ საარჩევნო ურნასთან. ისინი ელექტორატის დაახლოებით 4%-ს შეადგენენ. 17 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს ხმის მიცემის უფლება 2016 წელს მიღებული კანონის საფუძველზე მიენიჭათ.

3. ბერძნებმა, რომლებიც საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრობენ, პირველად მიიღეს ხმის მიცემის უფლება.

ბერძნები, რომლებიც საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრობენ, პირველად შეძლებენ ხმის მიცემას თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათი ხმა თანაბრად აისახება არჩევნების შედეგებში და, შესაბამისად, ადგილების განაწილებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სახელმწიფო დეპუტატების რაოდენობა 12-იდან 15-მდე გაიზარდა.

საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიებში დარეგისტრირების უფლება აქვთ ამომრჩევლებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

  • ბოლოს 35 წლის განმავლობაში ისინი საბერძნეთში მუდმივად ცხოვრობდნენ არანაკლებ 2 წლისა;
  • ჩააბარეს საგადასახადო დეკლარაცია (E1 ან E2, ან E3, ან E9) ან მიმდინარე, ან წინა საგადასახადო წელს.

4. რა ცვლილებები შევიდა საარჩევნო სისტემაში მუნიციპალიტეტებისთვის 

n. 5043/2023 კანონის თანახმად, მომავალ მუნიციპალურ არჩევნებზე მუნიციპალური თემები 201 და მეტი მუდმივი მაცხოვრებლით, 3-წევრიან საბჭოს აირჩევენ. ამჟამად ეს რეგულაცია მოქმედებს მუნიციპალიტეტებისთვის, რომელთა მოსახლეობა 300 კაცს აღემატება.მთლიანობაში იმ მუნიციპალური თემების რაოდენობა, რომელთა მოსახლეობა 201-იდან 300-მდეა და რომლებზეც მოცემული დებულება გავრცელდება, 723-ს შეადგენს

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close