ჰოროსკოპი

კვირის რომელი დღე მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს კვირის განსაკუთრებული დღე, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ნახეთ, ყველაზე მეტად კვირის რომელ დღეებში შეგიძლიათ ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ:

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სამშაბათს და კვირას გაუმართლებთ. სწორედ ამ დღეებში დომინირებენ ვერძის მფარველი პლანეტები – მარსი და მზე. და თუ სამშაბათი შესანიშნავია სამუშაოსთვის, ინიციატივისა და კონკურენციისთვის, მაშინ კვირა საუკეთესო დღეა განტვირთვისა და თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადღებისა და სიყვარულის მოსაპოვებლად.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის კვირის დასაწყისი განსაკუთრებით იღბლიანია – კერძოდ, ორშაბათი. ამ დღეს კუროს შეუძლია საქმიანი კონტაქტები დაამყაროს, მომგებიანი ფინანსური ოპერაციები განახორციელოს. პარასკევს მის მხარესაა მფარველი პლანეტა – ვენერა. ამ დღეს კუროს ნიშნის წარმომადგენლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ გრძნობებზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის იღბლიანი დღეებია ოთხშაბათი და კვირა. ოთხშაბათს მათ მხარესაა მერკური, ტყუპების მმართველი პლანეტა. ამ დღეს ყველა ფინანსური ინიციატივა წარმატებული იქნება. კვირა დღეს კი მზე დომინირებს და ტყუპებს ყველაზე მეტად უმართლებთ. მზე ეხმარება მათ, რომ ოცნებები აისრულონ.

კირჩხიბი

ორშაბათი და ხუთშაბათი ის დღეებია, როცა კირჩხიბები ახერხებენ საზოგადოებაში განსაკუთრებული როლი ითამაშონ. ამაში მათ მფარველი ციური სხეულები – მთვარე და იუპიტერი ეხმარებიან. ისინი კირჩხიბებს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებენ. სწორედ ამ დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველგვარი შიშის გარეშე.

ლომი

ლომისთვის ყველა დღე თანაბარი სიძლიერისაა, თუმცა ყველაზე ბედნიერი მაინც კვირაა. ამ დღეს მათ ყველაფერი გამოსდით როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ სფეროში, უსიამოვნებები კი გვერდს უქცევენ. ასევე, ამ დღეს მათ შეუძლიათ თავიანთი შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაცია. ამის გამო ლომები ემოციურ აღმავლობას გრძნობენ.

ქალწული

ამ ზოდიაქოს ნიშანს მერკური მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი იღბლიანი დღე ოთხშაბათია. ამ დროს ქალწულის ინტუიცია აქტიურდება. მერკური ასევე საშუალებას აძლევს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, მართლაც მომგებიანი შეთავაზებები წარმოსახვითისაგან განასხვაონ. სწორედ ოთხშაბათს ელის ქალწულს სახსრების გაზრდილი შემოდინება, ამიტომ ღირს ამ შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება.

სასწორი

პარასკევი და შაბათი ის დღეებია, როცა სასწორს ნამდვილად გაუმართლებს. ამ დღეებში ისინი, როგორც წესი, ყველა პრობლემას აგვარებენ და კვირის გეგმებსაც ახორციელებენ. სწორედ ამ პერიოდში აღვიძებს მათში ვენერა ბუნებრივ ხიბლს. ისინი სასწაულებრივ გავლენას ახდენენ ადამიანებზე და თავიანთ მხარეს იბირებენ, განსაკუთრებით პარასკევს, შაბათი კი მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა. შაბათს სასწორს შეუძლია, ასევე, პიროვნულ ზრდაზე იმუშაოს.

მორიელი

სამშაბათი მორიელებისთვის სიკეთის მომტანია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იმედგაცრუება და დაბრკოლებები გზას არ უღობავთ. კვირის ამ დღეს მარსი მორიელებს საშუალებას აძლევს, მოიშორონ ყველაფერი, რაც არ სჭირდებათ. მორიელები ძალების მატებას გრძნობენ და ბედნიერები არიან. მათ აქვთ რესურსი, რომ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე გადაუჭრელი საკითხი მოაგვარონ.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე წარმატებული და ბედნიერი დღე ხუთშაბათია. ამ დღეს შესაძლოა მათი ოცნებები ახდეს. ასევე, ამ პერიოდისთვის იდეალურია მოგზაურობისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვა, ახალი ადამიანების გაცნობა. სწორედ ამ დღეს „იღვიძებს“ იუპიტერი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ წინსვლას და მშვილდოსანმა ამით უნდა ისარგებლოს.

თხის რქა

ამ ზოდიაქოს ნიშნის მფარველი პლანეტები მარსი და სატურნი არიან, მათი დღეები კი სამშაბათი და შაბათია. ამ დროს თხის რქებს შეუძლიათ, თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ და გარშემო მყოფების ყურადღება მიიპყრონ, მათთვის ავტორიტეტი გახდნენ. ისინი ყველაზე მეტად ამ დღეებში შეძლებენ თავიანთი იდეების რეალიზებას და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე წარმატებული დღეები ოთხშაბათი და შაბათია. სწორედ ამ დღეებში შეიძლება გაუმართლოთ და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახალი შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოიყენონ დიდი ხნის პრობლემების გადასაჭრელად. შაბათს მერწყულს დიდი შანსი აქვს, ყველაზე მომგებიანი გარიგებები დადოს.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გარიგებებისთვის ორშაბათი ან პარასკევი უნდა აირჩიონ. ამ დღეებში თევზებს ძალიან გაუმართლებთ და უმჯობესია დრო მნიშვნელოვან საქმეებს და სიამოვნების მომტან აქტივობებს ან სამოგზაუროდ წასვლას დაუთმონ. სიახლეებს გვერდს ნუ აუვლით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყენილობის რისკის ქვეშ აღმოჩნდებით.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close