მსოფლიოეკონომიკა

ნიუ-იორკი გახდება პირველი შტატი, რომელიც ახალ შენობებში ბუნებრივი გაზის შეყვანას აკრძალავს

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ქეით ჰოჩულის თქმით, ნიუ-იორკი გახდება პირველი შტატი, სადაც ახალ შენობებში ბუნებრივი აირის მილების გაყვანა კანონმდებლობით აიკრძალება. ჰოჩულის განმარტებით, შტატის კანონმდებლებსა და მას შორის შეთანხმება 2024 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას შედგა

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ზუსტი პირობები ჯერჯერობით საჯარო არ არის, გარემოს დამცველების ინფორმაციით, გაზის შეყვანა 7-სართულიანი შენობების უმეტესობაში 2026 წლიდან, ხოლო უფრო მაღალ შენობებში 2029 წლიდან აიკრძალება.

გუბერნატორის განმარტებით, ცვლილება ნიუ-იორკის მოსახლეობას ენერგიის გადაჭარბებული გადასახადისგან იცავს, ხოლო შტატს „უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში ეხმარება“.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ კლიმატის ცვლილების შედეგები, მათ ვხედავთ ყოველდღიურად. არა მხოლოდ აქ [ნიუ- იორკში], არამედ მთელ ქვეყანაში. ჩვენი ბიუჯეტი კლიმატის საკითხს პრიორიტეტად აყენებს, რითაც ამჟამინდელ ვითარებას შესაბამისი ამბიციურობითა და პასუხისმგებლობით შეხვდება – ჩვენ ვიქნებით პირველი შტატი ქვეყანაში, რომელიც ნულოვანი ემისიის სახლებსა და შენობებს ააშენებს“, – აღნიშავს ჰოჩული.

მართალია, ზოგიერთი შტატი სამშენებლო კოდექსის საფუძველზე შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანას ზღუდავდა, თუმცა ნიუ-იორკი პირველია, რომელიც თავად აკრძალვას შტატის დონეზე დააკანონებს. სამშენებლო კოდექსით შენობებში გაზის დამონტაჟება პირველად ვაშინგტონმა აკრძალა, მოგვიანებით, ელექტროფიკაციის წახალისების მიზნით, კოდექსში ცვლილება კალიფორნიამაც შეიტანა.

გაზის აკრძალვის მხარდამჭერების ინფორმაციით, შეთანხმება ეფუძნება კანონს, რომელიც ნიუ-იორკმა ორი წლის წინ მიიღო, როდესაც ახალ შენობებში გაზის გათბობა და ღუმელები აკრძალა. ამ შეზღუდვის სხვადასხვა ვარიაცია ათობით ქალაქში ამოქმედდა, მათ შორის, ისეთ დიდ ქალაქებშიც, როგორიცაა: სან ფრანცისკო, სიეტლი და ვაშინგტონი.

კანონის ოფიციალურად მიღებამდე ის შტატის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close