ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

უკრაინიდან დევნილი 28 წლის ქალი გააუპატიურეს, გაგუდეს და შემდეგ კლდიდან გადააგდეს – სავარაუდო დამნაშავე 30 წლის ქართველი მამაკაცია

კიდევ ერთი ექსპატრიანტი საქართველოდან, რომელიც სასტიკ დანაშაულშია მხილებული – 28 წლის უკრაინელი ქალი კუნძულ კვიპროსზე 30 წლის ქართველი მამაკაცის მსხვერპლი გახდა. კაცი ახლა კვიპროსის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ადგილობრივი პოლიცია ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ მას ბრალი ფემიციდის მუხლით წარუდგინეს. დაკავებულს უკრაინელი ემიგრანტის, ლესია ბიკოვას გაუპატიურებასა და განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც უკრაინიდან ომს კვიპროსში გაექცა, ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით, ძალადობის მსხვერპლი გახდა. წინასწარი ვერსიით, ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ გაგუდეს და კლდიდან გადააგდეს. დაკავებული ქართველი კი ირწმუნება, რომ გარდაცვლილი მისი პარტნიორი იყო და კლდიდან შემთხვევით, ფოტოს გადაღების მომენტში გადავარდა. ფაქტს აქტიურად აშუქებს ადგილობრივი მედია. საქმეზე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა.

ქართველმა ბრალდებულმა ალტერნატიული ექსპერტიზა დაიქირავა. პროკურატურა დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობას არ ეთანხმება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უკვე დაადგინა გაუპატიურების და ძალადობის ფაქტი.

ჯერ უცნობია, დაუდასტურდება თუ არა 30 წლის ქართველ მამაკაცს გაუპატიურებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდება. ექსპერტიზით უკვე დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.„კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცმა საქართველო წლების წინ დატოვა და ამჟამად საბერძნეთის პასპორტს ფლობს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close