ვიდეოქართველები უცხოეთში
ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები წითელ ხალიჩამდე მიჰყავს (ვიდეო)
კაცი, რომელსაც წითელ ხალიჩამდე ჰოლივუდის ვარსკვლავები მიჰყავს – ეს ნიკოლოზ იმედაძეა.
ნიკოლოზი 30 წელია უკვე ამერიკაში, ემიგრაციაში იმყოფება. ლიმუზინის მართვა კი 4 წელია რაც დაიწყო.
მას სხვადასხვა ცერემონიაზე მიუყვანია ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, მარტინ სკორსეზე და სხვები.
„პირველი ოსკარი ვინც მოიგო, ჩემი მგზავრი ეს იყო პენელოპა კრუსი. ჩვენ მაშინ აკრძალული გვქონდა სურათების გადაღება. ეცვა ძალიან ლამაზი კაბა. ნერვიულობდა, რომ კაბა არ დაკუჭულიყო. სიტუაციის შეცვლა მინდოდა და მე ვუთხარი, გული მიგრძნობს, უნდა მოიგო რაღაც-მეთქი და მართლაც მოიგო“,- ამბობს ნიკოლოზ იმედაძე.
primetime.ge
კომენტარები