გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც გერმანული მედია წერს, 13 მარტს ჰამბურგის აეროპორტიდან დაგეგმილი 123 ფრენა გაუქმდა. უამრავი რეისი ჰამბურგში დაგვიანებით შესრულდა.
ამასთან, გაფიცვის გამო მგზავრებმა, რომელთაც რეისი 14 მარტს ჰქონდათ ჩანიშნული, რეისებზე დარეგისტრირება წინა დღით ვეღარ შეძლეს. ჰამბურგის აეროპორტის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მგზავრებს, არ მისულიყვნენ იმ აეროპორტებში, სადაც გაფიცვა გამოცხადდა.
პროფკავშირების ცნობით, სულ ჰამბურგის აეროპორტში 2000 თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცვის შედეგები ათასობით მგზავრს შეეხო.
გამაფრთხილებელ გაფიცვა მოაწყვეს ბერლინისა და ჰანოვერის აეროპორტის თანამშრომლებმაც.
გაფიცვის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 10,5%-ით მატებაა. აეროპორტების ხელმძღვანელობა თანახმაა, ანაზღაურება პირველ ეტაპზე მხოლოდ 5%-ით გაზარდოს.
მხარეების მოლაპარაკებები 27-29 მარტს გაიმართება.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები