ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის გაზაფხულზე ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებთ

ახალი სეზონი ფინანსურ წარმატებებს გვპირდება, ცხადია, მეტ-ნაკლებად –  საინტერესოა, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულზე? ნახეთ ასტროლოგიური პროგნოზი თორმეტივე ნიშნისთვის:

 

ვერძი

მარტში მცირე ხარჯები გექნებათ, შემოსავალი კი რეგულარული და სტაბილური იქნება. აპრილი სასიამოვნო საჩუქრებითა და მოულოდნელი მოგებით გაგახარებთ. მაისში თქვენი ახალი მოწოდება წარმატებულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანთ.

 

კურო

მარტი გარდაუვალ განახლებებს გიწინასწარმეტყველებთ. შეიცვლება ჩვეული ცხოვრების წესი. აპრილში უნდა გადაწყვიტოთ, რა არის თქვენი რეალური მიზანი, შემდეგ კი გაჩენილი შესაძლებლობები შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ. მაისი თქვენი შესაძლებლობების ნდობითა და ფულადი მოგებით გაგახარებთ.

 

ტყუპი

მარტში ფორმაში უნდა იყოთ და ენერგია არ დაზოგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსების მხრივ დაზარალდებით. აპრილში დიდი შრომა მოგიწევთ შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძებნად. მაისში ფინანსური მდგომარეობა საუკეთესო იქნება.

 

კირჩხიბი

მარტი შესანიშნავი დროა მიმდინარე პროექტის შესაფასებლად. შეეცადეთ, გააუმჯობესოთ სამუშაო. აპრილში წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ და მაღალ შემოსავალს მიიღებთ. მაისში თქვენი იმედები გამართლდება და ახალი სიმაღლეების მიღწევას შეძლებთ.

 

ლომი

მარტში სამსახურში დატვირთვა შეგიმცირდებათ და შემოქმედებითი მუშაობისთვის თავისუფალი დრო გექნებათ. აპრილში მოულოდნელი წარმატება გელით, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მაისი ახალ მომგებიან ნაცნობობას გპირდებათ. ფინანსების მხრივ ყველაფერი სტაბილურად იქნება.

 

ქალწული

მარტში ფინანსური ინვესტიციები რეკომენდებული არ არის. თქვენს ინტერესებშია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. აპრილში ფინანსების მხრივ სტაბილური ვითარება გექნებათ. მაისში პერსპექტიული შემოქმედებითი მიმართულებები დაგაინტერესებთ, რაც ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ.

 

სასწორი

მარტში თქვენი ავტორიტეტი ზრდას დაიწყებს, თქვენს აზრს მოუსმენენ. აპრილი მოულოდნელ სიურპრიზებს და საჩუქრებს მოგიტანთ. მაისში  გარშემო მყოფებისგან ფინანსური მხარდაჭერა გაგახარებთ, მაგრამ თანხას ნუ გაანიავებთ –  მოგვიანებით უფრო დაგჭირდებათ.

 

მორიელი

მარტში წინდახედულობა გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ უხეში შეცდომები ფულთან დაკავშირებით. ფინანსურ საკითხებში ემოციებს ნუ აჰყვებით. აპრილი  ახალი იდეებით და ალტერნატიული გადაწყვეტილებებით გაგახარებთ. მაისში აუცილებელი იქნება სამუშაო ტემპის გაზრდა. იყავით მომთმენი და დააფასეთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ.

 

მშვილდოსანი

მარტში ლოგიკური აზროვნების უნარი უნდა გამოიყენოთ და თქვენს ქმედებებზე იფიქროთ. აპრილში გექნებათ შანსი, თავი დააღწიოთ ყველაფერ ზედმეტს და სიტუაცია შეცვალოთ. მაისში თქვენს ცხოვრებაში ხელსაყრელი პერიოდი იწყება, ყველა შემოქმედებითი მიღწევა დიდ წარმატებას გპირდებათ.

 

თხის რქა

მარტში გამოიყენეთ დრო საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. აპრილში ყურადღება დაუთმეთ ინოვაციურ აზრებს და შეგიძლიათ დამატებითი რესურსების მოზიდვა დაიწყოთ. მაისში მომგებიან შეთავაზებას მიიღებთ, რაც ფინანსურ წარმატებას გპირდებათ.

 

მერწყული

მარტი დადებითი ასპექტებით გაგახარებთ, მაგრამ ზედმეტ ექსტრავაგანტურობას მოერიდეთ. აპრილში  თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა იქნება. მაისში ფინანსური სტაბილურობა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მხოლოდ დროებით და სანერვიულოც არაფერია.

 

თევზები

მარტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. აპრილში შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი ბიუჯეტის მდგომარეობის გაუმჯობესება მიაღწიოთ და ვალები მოიშოროთ. იმუშავეთ საკუთარ იმიჯზე. მაისი ფინანსური  კუთხით საუკეთესო თვე იქნება – მომგებიანი საქმეები გელოდებათ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close