მსოფლიოსაზოგადოება

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მათი ბრიტანული რეზიდენციიდან გამოასახლეს

გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ მესამემ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციიდან გამოსახლება გადაწყვიტა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მეფემ პრინცის მემუარების გამოსვლის შემდეგ მიიღო. წიგნში სახელწოდებით „სათადარიგო“ აღწერილია ჩხუბი პრინც უილიამისა და პრინც ჰარის შორის და აღნიშნულია, რომ ჩარლზის მეორე მეუღლე, კამილა ძმების შესახებ ინფორმაციას მედიას აწვდიდა.

„ეს გასახლება ჰარისა და მეგანის დიდ ბრიტანეთში ყოფნის დასასრულს ნიშნავს“, – აღნიშნავს გამოცემის წყარო. მისივე ცნობით, წყვილს ალტერნატიული რეზიდენცია შესთავაზეს. ამ ეტაპზე ჰარი და მეგანი ბრიტანული კოტეჯიდან საკუთარ ნივთებს კალიფორნიაში გზავნიან.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close